SEX

სექსი და მბზინავი კანი - ორგაზმი, როგორც სილამაზის რიტუალი

სექსი და მბზინავი კანი - ორგაზმი, როგორც სილამაზის რიტუალი

ჯანსაღი სექსი არა მხოლოდ სიამოვნებასა და ინტიმურობას, არამედ თანაბარ და მბზინავ კანსაც და ასევე, ნაკლებ გამონაყარს ნიშნავს.

კოსმეტოლოგები ასახელებენ ოთხ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება რეგულარულმა ორგაზმმა მარტივად ჩაანაცვლოს კანის მოვლის საშუალებები.

ხარისხიან სექსს კანის გარეგნობასა და მდგომარეობაზე პირდაპირი ზემოქმედების გარდა, არაპირდაპირი - ფსიქოლოგიური და ქცევითი ეფექტებიც გააჩნია.
აღიარებულია რომ, ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობების გაჩენასთან ერთად პაციენტების თვითშეფასება მაღლა იწევს. ისინი მეტი მონდომებით ზრუნავენ საკუთარ თავზე.

ზოგადად, მაშინაც კი, თუ არ გავითვალისწინებთ ფიზიკურ და ჰორმონალურ პროცესებს, რომლებსაც სექსი ასტიმულირებს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობები ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს და ეს არ შეიძლება არ აისახოს კანზეც.

გამოვყოთ რამდენიმე პუნქტი, რომელიც მტკიცებულებებით არის დადასტურებული.

1. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

სექსუალური აღგზნებისა და ორგაზმის დროს ჩვენს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად იზრდება, ეს კი არ შეიძლება არ აისახოს კანზე: ის იღებს ბევრჯერ მეტ ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა, აქტიურდება ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესები. სახე და სხეული ავტომატურად გამოიყურება უფრო სუფთად, კანი ბრწყინავს და ბევრად ჯანსაღ იერს ინარჩუნებს.

2. ჰორმონალური ტალღა

რა თქმა უნდა, ჩვენს ცხოვრებაში არც ერთი პროცესი არ ხდება ჰორმონების გავლენის გარეშე. ყველამ ვიცით, რომ ესტროგენი გავლენას ახდენს კანის ელასტიურობაზე, კოლაგენის სინთეზზე, ჰიდრატაციის დონეზე.



ოქსიტოცინი (სიყვარულის ჰორმონი), ამცირებს კორტიზოლის დონეს, აუმჯობესებს საერთო კეთილდღეობას. დოფამინი და სეროტონინი კი
პასუხისმგებელნი არიან ჩვენს კარგ განწყობაზე. ჯანსაღი და ხარისხიანი სექსი ზრდის მათ გამომუშავებას. ასევე, ზრდის ჰორმონის (HGH) დონეს ორგაზმისა და ძილის შემდეგ და ის ასევე მონაწილეობს კანისა და ქსოვილების რეგენერაციაში.

3. კორტიზოლის კონტროლი

ქრონიკული სტრესი იწვევს ამ ჰორმონის მატებას. შედეგად, კანზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს, ის მშრალი და გაღიზიანებული ხდება. სექსი ხელს უწყობს კორტიზოლის დონის შემცირებას, რაც ნიშნავს კანის იმუნური აქტივობის დაბალანსებას, კანის დაავადებების (აკნე, როზაცეა, დერმატიტი) გამწვავების ალბათობის შემცირებას.

4. ძილის კორექცია

ორგაზმი ხელს უწყობს ბევრად უფრო სწრაფად ჩაძინებას, ღრმა და ხარისხიან ძილის ფაზებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ღამით ხდება, ამასთანავე, ძილის დროს კანის უჯრედები აქტიურად განახლდება და მისი ბარიერები აღდგება.

ასე რომ, თუ კვლავ ფიქრობთ, რომ სექსი და მისი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში გადაჭარბებულად არის შეფასებული, გირჩევთ, დაფიქრდეთ ამაზე და შესაძლოა, გადახედოთ თქვენს პოზიციას, თუნდაც ეს თქვენი კანის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იყოს.