
ავიაკომპანია სიხარულით გვამცნობს, რომ მილან-მალპენზას აეროპორტში დაამატა A321XLR თვითმფრინავი, რაც უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირების და AIRBUS-თან ხანგრძლივი პარტნიორობის ნიშანია.
Wizz Air, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, სიამაყით აცხადებს, რომ თავის ფლოტს Airbus A321XLR დაამატა. ესაა პირველი ამ ტიპის ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია კონტინენტურ ევროპაში და პირველი, რომელიც ოპერირებს მალტის დროშის ქვეშ. ეს ახალი ეტაპი აძლიერებს Wizz Air-ის ერთგულებას უწყვეტი ინოვაციების მიმართ და იწყებს Airbus-თან ხანგრძლივი პარტნიორობის სრულიად ახალ თავს.
Airbus A321XLR, უახლესი ევოლუცია A320neo ოჯახიდან, წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს ეფექტურობის, ემისიის შემცირებისა და მგზავრების გამოცდილების მიმართულებით. წინა თაობის კონკურენტ თვითმფრინავებთან შედარებით, A321XLR მოიხმარს 30%-ით ნაკლებ საწვავს და შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.
მგზავრები, რომლებიც იფრენენ Wizz Air Malta-ს A321XLR-ით, ისარგებლებენ:
- თანამედროვე, ფართო სალონით, რომელიც შექმნილია მეტი კომფორტისთვის
- იმგზავრებენ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თვითმფრინავით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების პუნქტუალურობას
- ისარგებლებენ კიდევ უფრო დაბალი ტარიფებით - ნაკლები საწვავის წყალობით
- ნაკლებად დააზიანებენ გარემოს
თვითმფრინავი რეგისტრირებულია Wizz Air Malta-ში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მალტის სტრატეგიულ როლს და ხაზს უსვამს Wizz Air-ის გრძელვადიან ინვესტიციას ქვეყნის საავიაციო სექტორში.
მაურო პენედა, Wizz Air Malta-ას მმართველი დირექტორი: „ჩვენს ფლოტში A321XLR-ის დამატება ნამდვილად საამაყო მომენტია. ეს აჩვენებს ჩვენს ერთგულებას, რომ ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, თანამედროვე და ეკოლოგიურად მდგრადი ფლოტი. XLR-ით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ულტრადაბალი ფასების შეთავაზებას და ამავდროულად, ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ვამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას.“
ჩარლზ პეისი, მალტის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის ხელმძღვანელი, აცხადებს: „სამოქალაქო ავიაციის დირექტორატს სიამაყით აღავსებს Wizz Air Malta-ს მიერ ამ ახალი, თანამედროვე თვითმფრინავის მიღება, რომელიც შეამცირებს ნახშირბადის ემისიებს და გაზრდის ფრენის მანძილს. ეს ნამდვილად წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას როგორც Wizz Air Malta-სთვის, ისე მალტას ავიაციის რეესტრისთვის. დღემდე კომპანიამ რეესტრში 114 თვითმფრინავი დაარეგისტრირა, საიდანაც ამჟამად 103 ექსპლუატაციაშია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ერთგულ თანამშრომლებს მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის, ასევე Wizz Air Malta-ს მენეჯმენტს, რომელთანაც ჩამოყალიბებულია მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთგაგება.“
ახალი თვითმფრინავის დამატება Wizz Air Group-ის ფლოტის განახლების და გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. მხოლოდ 2025 წელს დაგეგმილი ექვსი A321XLR თვითმფრინავის დამატებით და ჯამურად, 300 ხომალდის განახლებით, Wizz Air აგრძელებს ინდუსტრიის ლიდერობას ულტრადაბალი ფასიანი მგზავრობისა და უახლესი საავიაციო ტექნოლოგიების გაერთიანებით.
სალონის თანამედროვე, უახლესი მახასიათებლებით აღჭურვილი A321XLR აძლიერებს Wizz Air-ის ერთგულებას ინოვაციების, ეფექტურობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მიმართ მთელ ქსელში.
მომხმარებლებისთვის ახალი თვითმფრინავის შეთავაზება არის ავიაკომპანიის Customer First Compass ინიციატივის ნაწილი, რომლის თანახმადაც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ფლოტის გაფართოების, ინოვაციური მომსახურებისა და მოგზაურობის გამოცდილების უწყვეტი გაუმჯობესების მხარდასაჭერად, რაც მიზნად ისახავს ავიაკომპანიის განვითარებას მგზავრების საჭიროებებისა და მოლოდინების შესაბამისად.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.