მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ურთიერთობიდან ურთიერთობაზე მარტივად გადადიან, არსებობენ ისინიც, ვინც წლების განმავლობაში არ ყოფილან ურთიერთობაში.

თუ გაინტერესებთ რატომ ხართ მარტოხელა, შეგიძლიათ გადახედოთ ქვემოთ მოცემულ მიზეზებს და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ.

1. თქვენ ზედმეტად პერფექციონისტი ხართ

პარტნიორის ძიების დროს, ძალიან ხშირად, ადამიანები ზედმეტად პერფექციონისტები არიან. ისინი უარყოფენ ნებისმიერს, ვისაც აქვს თუნდაც მცირე ნაკლი ან ისეთი თვისება, რაც წარმოსახვით „სრულყოფილ“ მამაკაცს არ ახასიათებს.

თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ არავინ არის სრულყოფილი და ჩვენ იშვიათად ვპოულობთ ვინმეს, ვინც ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თქვენ ღია გონებით უნდა გამოსცადოთ ურთიერთობა, რადგან ის, რაც თეორიულად მიუღებელი გეგონათ, შესაძლოა პრაქტიკაში მისაღებია.

2. თქვენ დაბალი თვითშეფასება გაქვთ

თუ მუდმივად მარტოხელა ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარ ტყავში თავს კარგად არ გრძნობს, შესაბამისად, თქვენ არ ხართ მზად სულიერი დაკავშირებისთვის. თქვენ უნდა შეისწავლოთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოაჩინოთ შინაგანი სამყარო და მიენდოთ საკუთარ გრძნობებს.

თუ თქვენ საკუთარ თავს არ მიიღებთ და არ შეიყვარებთ, არ დაიჯეროთ, რომ სხვა ადამიანი შეძლებს თქვენს შეყვარებას.

3. თქვენ გეშინიათ ვალდებულებების

თუ თქვენ მრავალფეროვნება მოგწონთ, მაშინ ძალიან გეშინიათ, რომ ვერ შეძლებთ ერთგულებას და ვალდებულებების აღებას.

მაგრამ თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ალბათ არ არსებობს ერთი სრულყოფილი, ნამდვილი სიყვარული - თითოეულ ჩვენგანს ალბათ რამდენიმე იდეალური პარტნიორი ჰყავს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ერთი მათგანი, გავაკეთოთ არჩევანი და ავიღოთ ვალდებულება.

4. თქვენ ფიქრობთ, რომ საკუთარი თავის შეცვლა გჭირდებათ

დაიმახსოვრეთ, თქვენ იმსახურებთ სიყვარულს, ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. ამიტომ, არასოდეს და არავისთვის არ უნდა შეიცვალოთ. თქვენ მხოლოდ უნდა განვითარდეთ, გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და მიაღწიოთ იმას, რის მიღწევაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ეს კი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი თვითშეფასებისთვის უნდა გააკეთოთ.

5. თქვენ უბრალოდ ძალიან უინტერესო ხართ

გაქვთ ჰობი, რომელიც გიყვართ? ინტერესი, რომლის ცეცხლითაც იწვით? ვნება, რომელიც ანათებს თქვენს თვალებს?

უცნაურია, მაგრამ ზემოთ მოყვანილ ოთხ პუნქტს შორის, ეს ყველაზე მარტივი გამოსასწორებელია.

გადით გარეთ! ისიამოვნეთ ცხოვრებით! იპოვნეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ!

იცხოვრეთ, უბრალოდ იცხოვრეთ. დაიჯერეთ საკუთარი თავის, აიმაღლეთ თვითშეფასება და დაინახავთ, რომ ყოველი დღე სიყვარულითაა სავსე. ის ერთადერთი კი, სწორედ მაშინ გამოჩნდება, როდესაც თქვენი გული, საკუთარი თავის სიყვარულით დაიწყებს ფეთქვას.