ჯანმრთელობა

როგორ მოვამზადოთ ჯინჯერის საშობაო ორცხობილები? მარტივი და გემრიელი რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ ჯინჯერის საშობაო ორცხობილები? მარტივი და გემრიელი რეცეპტი

არაფერი უხდება შობას, იმაზე მეტად, ვიდრე ჯინჯერის საშობაო ორცხობილები. თანაც, ის ისეთი მარტივი მოსამზადებელია! ჩვენ გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს, რომელიც თქვენს დღესასწაულს კიდევ უფრო არომატულს და გემრიელს გახდის. გაითვალისწინეთ, ამ რეცეპტით 24 ცალი უგემრიელესი რბილი ორცხობილა მზადდება.

ინგრედიენტები:

· 2 ¼ ჭიქა ფქვილი

· 2 ჩაის კოვზი დაფქული ჯინჯერი

· 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

· ¾ ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი

· ½ ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი

· ¼ ჩაის კოვზი მარილი

· ¾ ჭიქა მარგარინი, დარბილებული

· 1 ჭიქა თეთრი შაქარი

· 1 კვერცხი

· 1 სუფრის კოვზი წყალი

მომზადების წესი:

· გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე.

· მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, ჯინჯერი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, მიხაკი და მარილი მოათავსეთ თასში და კარგად მოურიეთ.

· მეორე დიდ თასში ათქვიფეთ მარგარინი და 1 ჭიქა შაქარი მანამ, სანამ მსუბუქი და ფაფუკი მასა არ გახდება. შეათქვიფეთ კვერცხი და შემდეგ დაუმატეთ წყალი. ამის შემდეგ, კვლავ კარგად ამოურიეთ.

· მიღებულ მასას, ნელ-ნელა დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტების მიქსტურა და მოზილეთ ცომი.

· როდესაც ცომი გამზადდება, დაყავით კაკლის ზომის ბურთულებად და მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე - 2 სანტიმეტრის დაშორებით. მსუბუქად გააბრტყელეთ და მოაყარეთ ცოტა შაქარი.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცომი სხვადასხვა ფორმებად გამოჭრათ - ვარსკვლავები თუ გულები - არჩევანი თქვენზეა!

· საშობაო ორცხობილები გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 8-10 წუთის განმავლობაში. როდესაც გამზადდება, დაელოდეთ 5 წუთი, რათა გაგრილდეს. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

გემრიელად მიირთვით!