LIFE

სიყვარულის 9 მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი

სიყვარულის 9 მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი

გაიცანი სიყვარულის 9 გაკვეთილი, რომელიც დაგეხმარება წარმატებული და ბედნიერი ურთიერთობის დამყარებაში, როგორც სხვებთან, ასევე საკუთარ თავთან. 

1. სიყვარული არის არჩევანი, რომელსაც ყოველდღე აკეთებ

შენ არ ირჩევ ადამიანის სიყვარულს მხოლოდ ქორწილის დღეს, და შემდეგ, არ აგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას.

სიყვარული, ეს არის ყოველდღიურად ერთი და იგივე არჩევანის გაკეთება. და არაფერს არ აქვს ძალა, წაგართვას ეს არჩევანი, ეს გრძნობა, ეს სიყვარული...

2. ნუ შეგეშინდება იყო ის, ვინც ყველაზე მეტად უყვარს

ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს განიცდის იმ სიყვარულს, რომელზეც ოცნებობს, რადგან ეშინია გარისკოს და იყოს ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს.

ადვილია უსაფრთხო და კომფორტული თამაში. ბუნებრივია, რომ ადვილად დათმო სამომავლო სურვილები, რადგან ის მიიღო, რაც ასე ადვილად ხელმისაწვდომია.

ძნელია გარისკო და საკუთარ თავს ზიანი მიაყენო, რათა სამომავლოდ, წარმოუდგენელი შესაძლებლობა შექმნა. მაგრამ, ამის გარეშე, შესაძლებელია კი, რეალური სიყვარულის მიღება?

3. სიყვარული უსამართლოა და სწორედ ამიტომაა ის ასე მშვენიერი

ხანდახან გვიმართლებს და ვპოულობთ იმ ადამიანს, რომელიც გვიყვარს და რომელსაც ვუყვარვართ. მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ ამას არ ვიმსახურებთ. თუ ასეთ ადამიანს იპოვი, ის არსად გაუშვა.

4. სიყვარული არ არის ბედნიერება

თუ შენ უსასრულო ბედნიერების მუდმივ წყაროს ეძებ, მაშინ სიყვარული შენთვის არ არის. 

თუმცა, სიყვარული არის განწმენდის, შთაგონების, მოტივაციის და პიროვნული ზრდისა და გაუმჯობესების წარმოუდგენელი წყარო. მაგრამ სიყვარულში ბედნიერება იმ პროგრესის შედეგად იქმნება, რომელსაც ინდივიდუალურად ვაღწევთ.

5. სიყვარულში გამარჯვებული არ არსებობს

სრულიად შესაძლებელია, რომ ლამაზი, უანგარო სიყვარული, მოულოდნელად გადაიქცეს უკმაყოფილებისა და იმედგაცრუების წყაროდ. ამ თამაშში არ არსებობს გამარჯვებული, ან დამარცხებული.

6. სიყვარული დასწავლადია

ისევე, როგორც ენა ან მუსიკალური ინსტრუმენტი. ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს საზოგადოებისა და კულტურისგან, ჩვენი მასწავლებლებისაგან, მისაბაძი ადამიანებისგან და ჩვენი ოჯახებიდან.

ადამიანების უმეტესობას სიყვარულის საშუალო უნარი აქვს, რადგან მათი მასწავლებლები, მშობლები ან გარშემომყოფები, სიყვარულის ცეცხლით არ იწვოდნენ. ისინი ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათი პრობლემების მთავარი წყაროც სწორედ ეს იყო...

7. სიყვარულის ყველაზე მარტივი აქტი არის დაპირების მიცემა და შესრულება

დაპირება არის სიყვარულის ყველაზე მშვენიერი საიდუმლო. ის ნდობისა და ერთგულების საფუძველია. შეასრულე შენს მიერ გაცემული მცირე დაპირებები და არასოდეს მოგიწევს იმაზე დარდი, რომ დიდი დაპირებებიც ირღვევა.

8. შენ სიყვარულის უსაზღვრო მარაგი გაქვს

სიყვარულს არ გააჩნია რაოდენობა. შენ ხარ ის, რაც განსაზღვრავს რამდენის გაცემა ან მიღება შეგიძლია.

9. იმისთვის, რომ სხვები გიყვარდეს, ჯერ საკუთარი თავის შეყვარებაა აუცილებელი

უფლება, რომ შენი თვითშეფასება და ადამიანური ღირებულება განისაზღვროს სხვების დამოკიდებულებამ, არის ყველაზე მოკლე გზა იმედგაცრუებამდე და მწუხარებამდე. დარწმუნებული იყავი, რომ ასე, ვერასოდეს მიაღწევ შენს პოტენციალს.