უკვე 30 წელზე მეტია, საზოგადოებრივი აზრის პლატფორმა, TC Candler, ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას და რეიტინგებს ადგენს. მაგალითად, „მსოფლიოს 100 ყველაზე ლამაზი ქალი“. სიაში, არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ხვდებიან, არამედ დამწყები ბლოგერები, მოდელები და მსახიობები. გასულ წელს, ყველაზე ლამაზი ქალის სტატუსის მოსაპოვებლად 260 000-ზე მეტი გოგონა იბრძოდა, თანაც 40-ზე მეტი ქვეყნიდან.