მშობლები

კვლევის თანახმად, დიასახლის დედას მსოფლიოში ყველაზე რთული სამუშაო აქვს

კვლევის თანახმად, დიასახლის დედას მსოფლიოში ყველაზე რთული სამუშაო აქვს

მიუხედავად იმისა, მუშაობთ თუ დიასახლისი ხართ, დედობა ძალიან რთული საქმეა. მართალია ყველა მშობელი ბევრს შრომობს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დიასახლის დედას მსოფლიოში ყველაზე რთული სამუშაო აქვს.

ყველანი ვთანხმდებით, რომ შვილი სამყაროს საჩუქარია, მაგრამ მას ძალიან დიდი ზრუნვა სჭირდება. ხოლო მთელი პასუხისმგებლობა, როგორც წესი, დიასახლისი დედას ეკისრება. თანაც, ეს არის სტრესული სამუშაო, სადაც არ არსებობს შესვენება, შვებულება და დასვენება. ბავშვი ყოველდღიურად მოითხოვს კვებას, ბანაობას, გამოცვლას, გაწმენდას, დამშვიდებას, დაძინება და მრავალი სხვა.

დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რთულია, იყო დიასახლისი თუ მომუშავე დედა. თუმცა, უახლესი კვლევებით დასტურდება, დიასახლისი დედები უფრო მეტად არიან სტრესის ქვეშ, ვიდრე ის მშობლები, რომლებიც მუშაობენ.

მიზეზი მარტივია, დიასახლისი დედებისთვის, ბავშვების აღზრდა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. თანაც, შვილის სიყვარული სულაც არ ამცირებს ამ პასუხისმგებლობას.

9 მიზეზი, რის გამოც დიასახლის დედას სამყაროში ყველაზე რთული სამუშაო აქვს:

1. ამ „სამსახურში“ არ არსებობს ხელფასი, ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

2. დიასახლის დედას არ შეუძლია შემოთავაზებულ საქმეზე უარის თქმა.

3. აქ არ არსებობს დასვენების დღეები ან თუნდაც საათები.

4. დიასახლისების შრომა უხილავია - სამსახურისგან განსხვავებით, აქ არ არსებობს აღიარების, პრემიის ან ხელფასის მომატების შანსი.

5. სხვა ადამიანები თვლიან, რომ ეს არ არის ნამდვილი სამუშაო - ადამიანები, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, თვლიან, რომ ეს ადვილია. 

6. შეწყვეტის გარეშე, ჭამაც კი შეუძლებელია - ბავშვებს არ აინტერესებთ, ხომ არ გშიათ ან რამე ხომ არ გჭირდებათ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ მათ, რომ პატივი სცენ თქვენს დროს, მაგრამ ჩვილების შემთხვევაში, ეს წარმოუდგენელია.

7. დიასახლისი დედები ხშირად განიცდიან სოციალურ იზოლაციას - კვლევებმა აჩვენა, რომ მართალია ისინი მთელ დღეს შვილებთან ატარებენ, მაგრამ მაინც აწუხებთ დანაშაულის გრძნობა, თუ საკუთარ თავსაც უთმობენ ცოტა დროს.

8. სრულ განაკვეთზე მუშაობა, ემოციური არასტაბილურობის გამომწვევი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენს უფროსს რთული ხასიათი აქვს, მაინც არსებობს ურთიერთობის გარკვეული წესები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის რაღაცეები, რომლებსაც ვერ გააკეთებენ ან ვერ გეტყვიან. თუმცა, დიასახლისი დედები მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ იმ ურთიერთობაზე, სადაც არ არსებობს გარკვეული წესები...

კვლევებით დასტურდება, რომ დიასახლისი დედები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, სევდას, ბრაზს და დანაშაულის გრძნობას.

9. დიასახლისი დედა, საკუთარ თავს ყოველთვის ბოლო ადგილზე აყენებს. ყველა მშობელი იღებს მსხვერპლს შვილისთვის, მაგრამ სახლში მყოფი დედა ამას მთელი დღის განმავლობაში, გაუჩერებლად აკეთებს. მთელი მისი ცხოვრება ბავშვის გარშემო ტრიალებს, რაც შეუძლებელს ხდის საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენებას. იქნება ეს კვება, შხაპის მიღება თუ საყიდლებზე გასვლა - დედის გეგმები ბავშვის გრაფიკზეა დამოკიდებული. 

დრო საკუთარი თავისთვის? - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიძინებს!