შავი ფერი არ ახდუნებს და კიდევ 5 სილამაზის მითი, რომელსაც დღეს დავამსხვრევთ!
- 15.02.2022
მთელი ცხოვრების განმავლობაში, ქალები საშუალოდ $ 244 000 ხარჯავენ სილამაზის საშუალებებზე - ყიდულობენ გამაახალგაზრდავებელ კრემებსა თუ ძვირადღირებულ შამპუნებს. ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვესმის მითები სილამაზის შესახებ, სადაც ერთი სიტყვაც კი არ არის მართალი!
მითი # 1: შავი ფერი ახდუნებს
იმის ნაცვლად, რომ ჯადოსნურად შეამციროს თქვენი ზომა, სინამდვილეში, შავი ფერი პირიქით მოქმედებს. ის ერთგვაროვანი ფერია და ვიზუალურად კიდე უფრო გამოკვეთს თქვენს ზომასა თუ ფორმებს. ოპტიკური ილუზია არ მუშაობს დღის სინათლეზე, ამიტომ მონოქრომული ტანსაცმელი არ დაგეხმარებათ გამოჩნდეთ უფრო გამხდარი.
მითი #2: რაც მეტია SPF შემცველობა მზის დამცავ კრემში, მით უკეთესი
მხოლოდ იმიტომ, რომ ეტიკეტზე წერია SPF 30, არ ნიშნავს რომ მზისგან დაცვა 10 საათის განმავლობაში გაგრძელდება. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაღალია SPF დონე, მზისგან დამცავი საშუალებები, ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა განიახლოთ.
მითი #3: თმის ყოველდღიური დაბანა საზიანოა
თმის ყოველდღიური დაბანა სავსებით კარგი და ჯანსაღია. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი თმის ტიპზე, თქვენი აქტივობის დონესა და შამპუნის ინგრედიენტებზე. დარწმუნდით, რომ თქვენი პროდუქტი ყოველდღიური გამოყენებისაა და არ შეიცავს მძიმე ნივთიერებებს - შეიცავენ სილიკონებსა და პანთენოლს. თმის დაბანის შემდეგ, კონდიციონერის გამოყენებაც კი შეგიძლიათ!
მითი #4: სასმელი წყალი კურნავს მშრალ კანს
თქვენი კანი დეჰიდრატირებულია არა იმიტომ, რომ საკმარის წყალს არ სვამთ, არამედ იმიტომ, რომ ის სწრაფად ორთქლდება. კანის მოვლის პროდუქტების მიზანიც სწორედ ესაა - აორთქლებისა და შესაბამისად, ტენიანობის დაკარგვის შეფერხება. მიიჩნევა, რომ ჰიალურონის მჟავის შემცველი პროდუქტები ძალიან ეფექტურია და თანაც, ნებისმიერი კანის ტიპისთვისაა განკუთვნილი.
მითი #5: თვალის ქვეშ არსებული შავი წრეების მოცილება შესაძლებელია
სამწუხაროდ, მემკვიდრეობით მიღებული პიგმენტაციას ვერ შეაჩერებთ. შესაძლოა, არც ძილი გაკლიათ და ჯანსაღი ცხოვრების წესითაც ცხოვრობთ, მაგრამ თვალის ქვეშ არსებული მუქი წრეები, მაინც პრობლემაა. ასევე, ის აუცილებლად გაუარესდება, თუ მზის დამცავზე უარს იტყვით... თუ თვალის ქვეშ არსებული შავი წრეები გენეტიკურია, მაშინ მათ „მოსაშორებლად“, ერთადერთი გზა მაკიაჟის გამოყენებაა.
მითი #6: თმის ბოლოჭამიების მკურნალობა შესაძლებელია
თმის პროდუქტები მხოლოდ დროებით გამოსავალს, თუმცა, ისინი რეალურად არ აგვარებენ პრობლემას. თმის შრატებისა და კონდიციონერების გამოყენებით, შესაძლებელია ბოლოჭამიები ნაკლებად ხილულნი გახდნენ, თუმცა მათი „მკურნალობის“ ერთადერთი გზა, მხოლოდ თმის შეჭრაა...
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, ნაოჭები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია