LIFE

აი, ასეთი ბლინების რეცეპტი კი, ნამდვილად არასდროს გექნებათ ნანახი!

აი, ასეთი ბლინების რეცეპტი კი, ნამდვილად არასდროს გექნებათ ნანახი!

მართალია ბლინები ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი დესერტია, მაგრამ ასეთი რეცეპტით კი, ნამდვილად არასდროს გექნებათ მომზადებული!

მზად ხართ? მოდი, ერთად დავიწყოთ უგემრიელესი და ჰაეროვანი ბლინების მომზადება!

დაიმახსოვრეთ, აღნიშნული პორციით, მზადდება 20 ბლინი.

ინგრედიენტები: 

· კარაქი - 30 გრამი

· ფქვილი - 190 გრამი

· შაქარი - 60 გრამი

· მარილი - 1 მწიკვი

· კვერცხი - 4 ცალი

· რძე - 430 მლ.

· ფორთოხალი - 1 ცალი

· ლიმონი - 1 ცალი

· ვანილი - 1 შეკვრა

· სურვილისამებრ, რომი - 20 გრამი

 

მომზადების წესი:

· დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა.

· შემდეგ თანდათან დაუმატეთ კვერცხი, კარგად აურიეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

· თასში ჩაასხით რძის 1/3 და დაამატეთ კარაქი. დადგით ქურაზე და გააცხელეთ. როდესაც მთლიანად გადნება კარაქი, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ დარჩენილი რძე და მოურიეთ.

· მიღებული ნელ-თბილი მასა, ნელ-ნელა დაუმატეთ ბლინების ცომს და კარგად ამოურიეთ.

· თუ რომის გამოყენება გადაწყვიტეთ, დაამატეთ რძესთან ერთად.

· ბლინების ტაფას წაუსვით ცხიმი და გამოაცხვეთ ცალი მხრიდან, 2-3 წუთის განმავლობაში.

ჩვენი რეკომენდაციაა, მეტი არომატისთვის, მოამზადეთ ცომი წინა საღამოს და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!