LIFE

ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად - ანჯელინა ჯოლი, პრინცი უილიამი, ჯიჯი ჰადიდი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად - ანჯელინა ჯოლი, პრინცი უილიამი, ჯიჯი ჰადიდი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

ჯიჯი ჰადიდი

ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად - ანჯელინა ჯოლი, პრინცი უილიამი, ჯიჯი ჰადიდი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

„გული მტკივა უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ამ წარმოუდგენელ რეალობაში ცხოვრობს“ - წერს ჯიჯი ჰადიდი ინსტაგრამის სთორიში 

"პუტინის ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის. მე ვლოცულობ, რომ სხვა ქვეყნების მხარდაჭერამ შეძლოს უკრაინელებს მისცეს ის, რასაც იმსახურებენ. ხელები შორს უკრაინისგან!“

კეტრინ ვინნიკი 

ვიკინგების მსახიობი, კეტრინ ვინიკი, რომელიც აღნიშნავს, რომ ის „ამაყი უკრაინელია“, ინსტაგრამზე წერს: "ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ომს"!

ახლა, მსახიობის ყურადღება მთლიანად უკრაინისკენაა მიმართული. ის აქტიურად აზიარებს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებსაც. 

BO-1 Custom embed code

კენდალ ჯენერი

ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად - ანჯელინა ჯოლი, პრინცი უილიამი, ჯიჯი ჰადიდი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

კენდალ ჯენერმა, რომელსაც 220 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ინსტაგრამის სთორების საშუალებით, მრავალ სტატია თუ საქველმოქმედო პლატფორმის ბმული გააზიარა.

შონ პენი

უკვე რამდენიმე დღეა, შონ პენი უკრაინაშია და ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად - ანჯელინა ჯოლი, პრინცი უილიამი, ჯიჯი ჰადიდი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლიმ განცხადება ინსტაგრამზე ხუთშაბათს გაავრცელა.

"როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინაში მცხოვრები ხალხისთვის. ჩემი ყურადღება, კოლეგებთან ერთად, მიმართულია იმისკენ, რომ ყველაფერი გაკეთდეს რეგიონში დევნილთა და ლტოლვილთა ძირითადი უფლებების დასაცავად“.

BO-5 Custom embed code

პრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტი

პრინცმა უილიამმა და კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტმა, გაიხსენეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და მის მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან შეხვედრა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა. მათ განაცხადეს, რომ შეხვედრაზე ჰქონდათ პრივილეგია "გაცნობოდნენ უკრაინის იმედითა და ოპტიმიზით სავსე მომავალს მომავლის".

სამეფო წყვილი, ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე აცხადებს: „დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, რადგან ისინი მამაცურად იბრძვიან ამ მომავლისთვის“.

BO-6 Custom embed code

მაილი საირუსი

მაილი საირუსმა, ტვიტერის ოფიაციალურ ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა:

„მე სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინაში ყველას, ვინც ამ თავდასხმის შედეგად დაზარალდა და ვდგავარ ჩვენი საზოგადოების გვერდით, რომელიც ამ ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტის მომხრეა“.

BO-7 Custom embed code

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

ცნობილმა ჰოლივუდურმა წყვილმა, ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა შაბათს გამოაცხადეს, რომ თითოეულ დოლარს, რომელიც usaforunhcr -ის ფონდში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადაირიცხება, გააორმაგებენ.

„@usaforunhcr ადგილზეა და ეხმარება 50000-ზე მეტ უკრაინელს, რომლებსაც გასული 48 საათის განმავლობაში მოუწიათ სახლების დატოვება“ - განმარტავს მსახიობი.

BO-8 Custom embed code