2022 წლის მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
- 02.03.2022
2022 წლის გაზაფხულის პირველი თვე, 2 მარტს იღბლიანი ახალმთვარეობით დაიწყება. ეს მთვარე საფუძველს დაუდებს ღრმა ემოციურ ცვლილებებს, რაც ხელს შეუწყობს ოპტიმიზმის გაძლიერებას - ჩვენ, ყველა ერთად დავიჯერებთ, რომ მომავლი იმედითა და სიკეთითაა სავსე!
6 მარტს, ვენერა და მარსი ერთდროულად გადავლენ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ამბიციებზე და დაივიწყოთ გაფანტული, ჰიპერმგრძნობიარე თევზების ენერგია.
თუმცა, თქვენი ინტუიციური და მგრძნობიარე მხარე 9 მარტს გააქტიურდება, როდესაც კომუნიკაციების პლანეტა მერკური, არც მეტი და არც ნაკლები, თევზების ზოდიაქოში გადავა. ეს დაგეხმარებათ გახდეთ მეტად თანამგრძნობი, შემოქმედებითი, მეოცნებე და რაც მთავარია, მთელს სამყაროს გაუზიაროთ თქვენი ახალი ენერგია.
18 მარტის სავსემთვარეობა ქალწულის ანალიტიკურ ნიშანში მოხდება. რაც მოცემთ ძალას მოაგვაროთ და გამოასწოროთ ის სიტუაციები, რომელთა უკან დაბრუნებაც გსურთ. (ცხადია, თუ ესაა ის, რაც გსურთ)
ხოლო 20 მარტს, ვერძის ცეცხლოვანი და მხიარული სეზონი იწყება! ეს იქნება ასტროლოგიური ახალი წლის დასაწყისი, რომელიც მოქმედებისა და წინსვლისკენ გიბიძგებთ.
27 მარტს, მერკური ვერძის ნიშანში გადავა, ეს კი წარმოდგენელი მხურვალების წინაპირობაა. თვის მიწურულს ნამდვილად დაგიბრუნდებათ ენერგია და იგრძნობთ, რომ ნამდვილად მზად ხართ - ახლა თქვენი ლიდერობის ჯერია! თუმცა მანამდე მთელი მარტი წინაა, ემოციებითა და ოცნებებით სავსე მარტი...
და რაც მთავარია, დაბადების დღეს გილოცავთ, თევზებო!
ვერძი
ძვირფასო ვერძებო, ამ თვეში წინა პლანზე წამოვა თქვენი შინაგანი მგრძნობელობა, რაც საშუალებას მოგცემთ პრიორიტეტი მიანიჭოთ იმას, თუ როგორ გრძნობთ თავს სინამდვილეში. თქვენი ყურადღება გამახვილდება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მკაფიოდ დაინახავთ, რომ ემოციური სტაბილურობა, ნებისმიერი მიზნის მიღწევის საიდუმლო ინგრედიენტია. ასევე, თვის განმავლობაში მოგიწევთ იმ სამუშაოსა და პასუხისმგებლობების განხილვა, რომლებსაც ამ დრომდე უგულებელყოფდით. მოერიდეთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ იჩქარებთ საქმის დასრულებას და უფრო მეტიც, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს - ჯერ ძველი საკითხების მოგვარების დროა!
კურო
ძვირფასო კუროებო, ეს თვე შესანიშნავი იქნება თანამშრომლობისთვის და კოლაბორაციისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო მეტი სიყვარული დაანახოთ თქვენს მეგობრებს. დაიმახსოვრეთ, ირგვლივ იმაზე მეტი გულშემატკივარი გყავთ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თანაც, თევზების სეზონი განსაკუთრებული მაგიით აავსებს თქვენს ენერგიას, ამიტომ, ეს იქნება იდეალური დრო პროფესიონალური კავშირების დამყარებისა და ახალი შესაძლებლობების მოზიდვისთვის. თვის ბოლოს, პირადი ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. დიახ, მარტის მიწურულს აუცილებლად იკითხავთ - „რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას?“, ხოლო თუ პასუხი არ მოგეწონებათ, მარტივად შეძლებთ ამ ურთიერთობის დასრულებას. თქვით თქვენი სიმართლე და შეინარჩუნეთ რწმენა, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ხოლო ყველაფერი საუკეთესო, ჯერ კიდევ წინაა.
ტყუპები
ძვირფასო ტყუპებო, მარტის თვეში თვალი ადევნეთ თქვენს მიღწევებს - დიახ, მიზნებზე ფოკუსირება, თანაც ყურადღების გადატანის გარეშე, ამ თვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ დასახული კარიერული მიზნები არის ის, რაც ნამდვილად მოგიტანთ ბედნიერებას. თვის ბოლოს, შესაძლოა, მოგიწიოთ მტკივნეული, გადაწყვეტილების მიღება და იმის აღიარება, რომ ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებაში, მხოლოდ წარსული გიშლით ხელს. მაშ, მზად გათავისუფლდეთ ძველი, მოუშუშებელი ტკივილისა თუ მოგონებებისგან?
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, ეს თვე განსაკუთრებით რომანტიული და საოცნებო იქნება თქვენთვის. თევზის ენერგია დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი მსოფლმხედველობა, რაც საშუალებას მოგცემთ ორიენტირდეთ ოპტიმიზმზე, სიკეთესა და სიყვარულზე. თქვენი მთავარი გამოწვევა იქნება სამყაროს ახლებული განალიზების გზებისა და ალტერნატიული პერსპექტივების ძიება. დაუპირისპირდით საკუთარ თავს, იგრძენით გაზაფხულის მაცოცხლებელი ენერგია და დაიჯერეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ლომი
ძვირფასო ლომებო, თუ რთული ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ, თქვენ ამბობთ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იყო, მაშინ ამ თვეში, ჩვენი რეკომენდაციაა ყურადღება გაამახვილოთ ის სინათლეზე, რომელიც გვირაბის ბოლოს ჩანს. დიახ, უნდა დაიჯეროთ, რომ მალე დაინახავთ უფრო დიდ მნიშვნელობას, რაც თქვენი ბრძოლის უკან იმალება. მიჰყევით თქვენს ინტუიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდებით, მაგრამ თვის ბოლომდე მოერიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას.
ქალწული
ძვირფასო ქალწულებო, თქვენ შეიძლება მზად ხართ თქვენი ოცნების პარტნიორთან შესახვედრად, მაგრამ სანამ ამას მოახერხებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ ხართ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. გამოათავისუფლეთ წარსული, რათა შექმნათ მომავალი, რომლისკენაც ასე ძალიან მიისწრაფვით - რა არის ის, რაც საკუთარი თავის შესახებ უნდა აღიაროთ? როგორ შეგიძლიათ მოაგვაროთ ის გარეგნული თუ შინაგანი კონფლიქტები, რომლებშიც ასე ძალიან დაიკარგეთ? დაფიქრდით, რამდენად შეიცვალეთ 2021 წლის სექტემბერის შემდეგ და თქვენ დაინახავთ, რომ სულ მალე, ფინიშის ხაზს გადაკვეთავთ...
სასწორი
ძვირფასო სასწორებო, ამ თვეში განსაკუთრებით აქტუალური იქნება თქვენი მგრძნობელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების მიმართ. ახლა დროა პრიორიტეტულად დააყენოთ თქვენი საჭიროებები და დააწესოთ უფრო ძლიერი საზღვრები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავის დათმობის გარეშე, მხარი დაუჭიროთ სხვა ადამიანებს. დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც საკუთარ თავს სხვა ადამიანებს უძღვნით, თანაც ისე, რომ თქვენს მოლოდინებზე ხმამაღლა არ საუბრობთ, შესაძლოა იმედგაცრუება იგრძნოთ. პირველ ადგილზე დააყენეთ საკუთარი, დაუბრუნდით ძველ, სასარგებლო ჩვევებს და იზეიმეთ ყველა პატარა ემოციური გამარჯვება.
მორიელი
ძვირფასო მორიელებო, მეოცნებე თევზების სეზონი მოგიწოდებთ გამოხატოთ თქვენი შემოქმედებითი მხარე. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა შემოქმედებითი ადამიანი, პრიორიტეტი მიანიჭეთ ხელოვნებასა და მუსიკას. სულაც არ არის საჭირო, რომ ყველა თქვენი წამოწყება პროფესიულ მიზნად იქცეს. დააკმაყოფილეთ თქვენი შინაგანი ცნობისმოყვარეობა, ჩაეშვით ხელოვნების მორევში და სწორედ ამ ფორმით გამოხატეთ თქვენი ნეგატიური თუ პოზიტიური ემოციები. დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს გზა, პირდაპირ და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი კრიტიკისა და კონფლიქტის გარეშე გაუზიაროთ სამყაროს ის, რის დამალვასაც ასე ძალიან ცდილობთ.
მშვილდოსანი
ძვირფასო მშვილდოსნებო, ამ თვეში ორიენტირებული იქნებით თქვენი ყველაზე ღრმა ოცნებების ახდენაზე. დიახ, საუბარია თქვენს სურვილებზე, რომლებზეც არავისთან საუბრობთ და შესაძლოა ზედმეტად ნერვიულობთ, რომ რაც მეტი დრო გადის, ეს სურვილი მით უფრო არარეალური ჩანს. ნება მიეცით საკუთარ თავს წინა პლანზე წამოწიოთ თქვენი ოცნება და შინაგანი ბუნებრივი პოზიტივის საშუალებით დაიწყეთ მისი განხორციელება. თანაც, თვის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში მართალია პროექტებს წარმატებით ასრულებთ, მაგრამ ეს წარმატება სულაც არ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც წარმოგედგინათ. იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი მიზანი, სინამდვილეში უფრო დიდია? იქნებ სწორედ თქვენი შორეული ოცნებებია ბედნიერების ნამდვილი წყარო? იქნებ აქამდე ხმამაღლა არ ამბობდით, სინამდვილეში რა გსურდათ... ახლა, გულწრფელი საუბრის დროა!
თხის რქა
ძვირფასო თხის რქებო, ამ თვეში მოგიწევთ საკუთარ თავს უფლება მისცეთ იყოთ დაუცველი. დაიმახსოვრეთ, თუ სხვებს შეეძლებათ თქვენი გამოცდილების გაგება და თქვენი ემოციური ცვლილებების დანახვა, მაშინ მათ თქვენთან ემოციური დაკავშირებაც გაუადვილდებათ. ეს კი სწორედ ის არ არის, რის ნაკლებობასაც ასე ძალიან განიცდით? თვის ბოლოს მიხვდებით, რომ თქვენი მსოფლმხედველობა უნდა შეიცვალოს, რათა ახალ მოგზაურობას შეუდგეთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეზღუდა თქვენმა პერსპექტივამ თქვენი შესაძლებლობები. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროა, გამოავლინოთ ის, რასაც ასე ძალიან მალავთ... დიახ, ესაა თევზების სეზონის ყველაზე ძლიერი მაგია - ემოციური თავისუფლება!
მერწყული
ძვირფასო მერწყულებო, თქვენც, ისევე როგორც ზოდიაქოს ყველა დანარჩენ ნიშანს, მოგიწევთ ყურადღება გაამახვილოთ უფრო ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებებზე. იყავით მართალი საკუთარ თავთან და დაეუფლეთ თქვენს გრძნობებს, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება, მხოლოდ დახურულ კარს მიღმაა შესაძლებელი. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ ვინ ხართ სინადვილეში და რა გსურთ რეალურად. ეს ახლად აღმოჩენილი სიცხადე კი, თავის მხრივ, დაგაფიქრებთ, რომ ძველი პროექტები თუ იდეები, სულაც აღარ გაძლევთ იმდენ სიხარულს, რამდენსაც უწინ... იყავით თავდაჯერებული და ნუ შეგეშინდებათ - თქვენ შეგიძლიათ ცხოვრების ახალი მიმართულებით წაყვანა!
თევზები
ძვირფასო თევზებო, ამ თვეში თქვენ იქნებით ყურადღების ცენტრში, რათა მიიღოთ ყველაფერი, რაც გინდოდათ. პოზიტიურად შეხედეთ მომავალს და აღფრთოვანდით იმ ცხოვრებით, რომელსაც თავად ქმნით. მართალია ამ თვეში გაგიჭირდებათ წარსული ურთიერთობების უკან ჩამოტოვება, თუმცა ინტენსიური და ტრანსფორმაციული დისკუსიების საშუალებით, თქვენ დაინახავთ, რომ წარსულში დაბრუნება ცუდი გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ უკვე გყავთ ინტერესის ახალი ობიექტი...
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია