LIFE

არასოდესაა გვიან, დაიწყო ახალი ცხოვრება...

არასოდესაა გვიან, დაიწყო ახალი ცხოვრება...

ეს არის ფიქრი, რომელიც მუდამ ჩვენთანაა... ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ უკვე გვიანია - საამისოდ, უკვე დიდები ვართ და ახალს ვერაფერს დავიწყებთ. სინამდვილეში, ეს ფიქრი, არ არის ლოგიკას მოკლებული - ასაკი, ბოლოს და ბოლოს, ობიექტურია...

მაგრამ სინამდვილეში, ასაკი სხვა არაფერია, თუ არა რიცხვი და მას არ უნდა მივცეთ საშუალება შეგვიზღუდოს.

თუ ყველაფერს ნეგატიური აზროვნებით მიუდგებით, სავარაუდოდ, წარუმატებლობის შანსები გაიზრდება. შეიძლება ვერასოდეს მიაღწიოთ რაღაცას არა იმიტომ, რომ უუნარო ხართ, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ.

ასაკი კი არ გვზღუდავს, არამედ ჩვენი აზროვნება.

თქვენი ფიქრები, ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ის მთლიანად ცვლის თქვენს დამოკიდებულებას, მოქმედების გეგმას და შესაბამისად, შედეგებს.

როცა გრძნობთ, რომ რაღაც არ გამოგდით, ყველაფერი თითქოს ამას განიშნებთ - ეს შენი საქმე არ არის, უკვე ძალიან გვიანია. ყოველი დაბრკოლება განიშნებთ, რომ თქვენ არასწორ გზაზე ხართ. ამიტომ, უდიდესი ალბათობით, თქვენ დაწყებისთანავე დანებდებით.

დაბრკოლებებს, ნებისმიერ მოგზაურობაში შეხვდებით.

ეს არის თქვენი გზის ნორმალური ნაწილი, რათა გახდეთ უკეთესი, უფრო ძლიერი, უფრო ჭკვიანი, უფრო მოქნილი - სხვაგვარად შეუძლებელია დასახული მიზნების მიღწევა.

როდესაც ფიქრობთ, რომ უკვე გვიანია, ასაკით არ ხართ შეზღუდული, ყოველ შემთხვევაში, უმეტეს სიტუაციებში. თქვენ უფრო მეტად ხართ შეზღუდული საკუთარი აზროვნებითა და იდეებით.

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს საზღვრებს, განსაკუთრებით კი მანამ, სანამ ცდას დაიწყებთ. თქვენი აზროვნება არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელსაც შეხვდებით.

ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს დადებით მხარეებზე: თქვენს პოტენციალზე, შრომისა და ძალისხმევის დახარჯვის სურვილზე და ა.შ. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ დაბრკოლება, როგორც გამოწვევა და ახალი გაკვეთილი. საბოლოოდ, ის საშუალებას მოგცემთ გაიზარდოთ და გახდეთ უკეთესი.

თუ გსურთ სცადოთ რაიმე, მიუდექით მას ღია გონებით და დაივიწყეთ წინასწარგანსაზღვრული ფიქრები.

ნება მიეცით საკუთარ თავს ისე იმოქმედოთ, არ ინერვიულოთ. არ იფიქროთ, რომ დაწყებამდე უკვე წარუმატებელი ხართ. შეინარჩუნეთ პოზიტიური და კონსტრუქციული აზროვნება, რადგან ესაა მთავარი, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

დაივიწყეთ თქვენი ასაკი.

მას იშვიათად აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც თქვენ ფიქრობთ. ამის ნაცვლად ფოკუსირდით ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ ესაა, წარმატების საიდუმლო.

„არასდროს არ არის გვიან, გახდე შესანიშნავი.“