სილამაზე

იცით, რომელია თმისა და თვალის ფერის უიშვიათესი კომბინაცია?

იცით, რომელია თმისა და თვალის ფერის უიშვიათესი კომბინაცია?

შეიძლება განსაკუთრებული ხარ, მაგრამ არ ასეთი განსაკუთრებული...


ყველა მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი უნიკალურია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ გაქვთ თმისა და თვალის ფერის ეს უიშვიათესი კომბინაცია.

მწვანე თვალები, რა თქმა უნდა, იშვიათია და ძალიან ლამაზია. ასევე გასაოცარია, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ცისფერი თვალები აქვს, საერთო წინაპარი ჰყავდა. ასევე, იშვიათია ნაცრისფერი ქერა თმა, მაგრამ, არც ერთი ეს მახასიათებელი არ წარმოადგენს გენეტიკურ საოცრებას.

თმის ფერისა და თვალის ფერის უიშვიათესი კომბინაციის ტიტული ეკუთვნი წითელთმიან ადამიანებს, რომლებსაც ცისფერი თვალებით აქვთ.


Medical Daily-ის თანახმად, ცისფერი თვალებიცა და წითელი თმაც რეცესიული გენებია, ამიტომ ორივე თვისების ერთად გამოვლენის ალბათობა, რეალურად საკმაოდ მცირეა.

მხოლოდ წითელი თმა, პოპულაციის მხოლოდ 1-2% გვხვდება, ხოლო ცისფერი თვალები, დაახლოებით, 17 პროცენტში. ტექნიკურად, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 0,17 %  (ანდაახლოებით 13 მილიონ ადამიანს) აქვს წითელი თმა და ცისფერი თვალები.

მაგრამ რადგანაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს ამ კომბინაციის ალბათობაზე, ეს არითმეტიკა ძნელი დასადასტურებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, კომბინაცია ყველაზე იშვიათია პლანეტაზე და თუ გყავთ წითელთმიანი, ცისფერთვალება მეგობარი, არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია!