LIFE
6 ფრაზა, რომელიც კაცს არასოდეს არ უნდა უთხრა! თუ დაშორება არ გსურს...
- 29.04.2022
-
„შენ უკეთესი ხარ, ვიდრე ჩემი ყოფილი.“
არავის მოსწონს, როდესაც სხვას ადარებენ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ადამიანი, შენი ყოფილი შეყვარებულია...
-
„შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.“
აი, ამას კი, შეიძლება სულის შემხუთველი ფრაზაც კი ვუწოდოთ, რადგან ნებისმიერ მამაკაცს, გვერდით ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი სურს. ეს წინადადება, განსაკუთრებით კი ურთიერთობის დასაწყისში, ნებისმიერ კაცს აიძულებს სულ სხვა მიმართულებით გაიქცეს - ცხადია, შენგან რაც შეიძლება შორს!
-
„შენი მეგობარი ძალიან მომხიბვლელია.“
მის მეგობრებს ამ პრესპექტივით რატომ აფასებ? ისინი მისი მეგობარები არიან, შენ კი, მათთან თბილი და ახლო ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეხედო მათ, როგორც პოტენციურ პარტნიორებს...
-
„ყველაფერი კარგადაა“.
მოიცა, ვის გასულელებას ცდილობ? ცხადია, რაღაც არ მოგეწონა, ამიტომ, ბუტიაობისა და თამაშობანას ნაცვლად, უბრალოდ პირდაპირ უთხარი სათქმელი...
-
„ამ უმარტივესი რამის გაკეთებაც არ შეგიძლია?“
თითოეულ ადამიანს, თავისი უნიკალური უნარები და შესაძლებლობები გააჩნია. ის ფაქტი, რომ მას რაღაცის გაკეთება არ შეუძლია, არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომ, ამ ტონითა და დამოკიდებულებით საუბარს, არავისთან გირჩევთ, განსაკუთრებით კი, საყვარელ მამაკაცთან.
-
„იცოდე დაგშორდები!“
და ბოლოს, ცხადია არ უნდა შეაშინო, რომ დაშორდები! ის იფიქრებს, რომ შენ უბრალოდ მიზეზს ეძებ, რათა მიატოვო. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს ფრაზა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენო, როდესაც მართლა გადაწყვეტ ამ ურთიერთობის დასრულებას. სხვა შემთხვევაში, მისი ეფექტი სრულად დაიკარგება.
თემები: ქალი, ბედნიერი წყვილი