მართალია სოციალურ მედიას უამრავი სარგებელი აქვს, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ ხშირად, ის ნეგატიური ინფრომაციის მთავარი წყაროა. გრძელვადიან პერიოდში კი, სოციალური მედია, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
მაშ, როგორ დავიცვათ თავი სოციალური მედიის ტოქსიკური გავლენისგან?
- დაბლოკვა, წაშლა, შეტყობინებების გამორთვა, დამალვა და დაიგნორება
ყველა ტიპის სოციალური მედია გაძლევთ ინსტრუმენტებს, რათა არ დაინახოთ თქვენთვის არასასურველი სიახლეები. იქნება ეს ყოფილი შეყვარებულის ფოტოები თუ უბრალოდ, საინფორმაციო სიახლეები.
თანაც, აუცილებელი არ არის მეგობრებიდან წაშლა, მოწონების გაუქმება და დაბლოკვა - შეტყობინებების გამორთვა, დამალვა ან დაიგნორება საკმარისია, რათა ნეგატიურ ამბებს აღარ შეეჩეხოთ.
კონცენტრირება მოახდინეთ თქვენთვის საინტერესო, პოზიტიურ სიახლეებზე და დანარჩენი, უბრალოდ გადამალეთ.
- გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის მიღების სხვა გზებიც არსებობს
არავინ კამათობს, რომ ახალი ამბების გაცნობა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა პოზიტიური სულაც არ არის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წყარო. იპოვნეთ სანდო არხი, რომელიც ნეგატიურ ინფორმაციაზე არ ორიენტირდება და არ აშუქებს ყველა წვრილან, თუმცა ტოქსიკურ სიახლეს.
გამოიწერეთ ის პუბლიკაციები, რომლებიც ბოროტად არ სარგებლობენ სოციალური მედიით და არ ქმნიან მძიმე ემოციურ მუხტს.
- გადაამოწმეთ თქვენი წყაროები
ბევრი ნეგატივი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რეალური არ აროს. ხშირად, ახალი ამბები გაზვიადებული ან ყალბია. აზრი არ აქვს ნერვიულობას იმაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დაიმახსოვრეთ, რომ ის, რაც გამიზნულია აღშფოთებისა და ბრაზის გამოწვევისკენ, შესაძლოა გაზვიადებული იყოს. ასე რომ, თუ შეამჩნევთ, რომ ამ ნეგატიურ ტალღას მიჰყვებით, ინფორმაცია გადაამოწმეთ.
- და ბოლოს - შეისვენეთ
ხშირად, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად იცავთ თავს ნეგატიური ინფორმაციისგან. სოციალური მედია ხომ ინფორმაციის უზარმაზარი სივრცეა, რომლის მართვაც ძალიან რთულია! ამიტომ მნიშვნელოვანია დროდადრო შესვენება.
მალე თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასეთი „შესვენებებით“ ძალიან კმაყოფილია!დაგეგმეთ სოციალური მედიის დრო და შეეშვით 24/7-ზე სქროლვას. გამოყავით რამდენიმე საათი, როდესაც ტელეფონს საერთოდ არ გაეკარებით. ისეირნეთ მწვანე სივრცეებში ან გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თავს ბედნიერად გრძნობთ.
თემები: სოციალური ქსელები