ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი, ივნისის თვეში, ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდება...

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი, ივნისის თვეში, ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდება...

 

  1. კურო

(20 აპრილი - 20 მაისი)

ჩვენ არ ვიცით მაისში რას აკეთებდით, მაგრამ ეს თვე, ნამდვილად დაგიბრუნებთ თქვენი ქმედებების ტკბილ შედეგს - სიყვარულს. ახლა, თქვენ ან გადადგამთ დიდ ნაბიჯს (დიახ, აქ ქორწინებას ვგულისხმობთ!) ან საბოლოოდ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ან თუ მარტოხელა ხართ, თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარულს შეხვდებით....

ძვირფასო კუროებო, ახლა, მთელი პლანეტარული განლაგება ადასტურებს, რომ ეს თქვენი სიყვარულის თვეა. უფრო მეტიც, შესაძლოა, თითის განძრევაც არ დაგჭირდეთ სასურველი შედეგის მისაღებად - რაც ახლა ხდება, ეს წინა ქმედებების შედეგია!

თუ თქვენ უიმედოდ მოგწონდათ ადამიანი, მაშინ ახლა, ის გააკეთებს ყველაფერს, რათა გაცნობოთ, რომ მას სურს მთელი ცხოვრება თქვენზე იზრუნოს.

დაუჯერებელია, მაგრამ ასეა - ასეთი სიყვარული არასდროს გიგრძვნიათ, ეს იმიტომ, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა სამყარო ასეთი კეთილგანწყობილი თქვენს მიმართ. 2022 წლის ივნისის თვეში, თქვენ სიყვარულში სრულიად იღბლიანი ხართ!

 
  1. ტყუპები

(21 მაისი - 20 ივნისი)

მთვარის შეერეთება ვენერასთან და მზე ტყუპებში, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულის მანიშნებელია. ცხადია, თქვენ არ გიფიქრიათ, რომ ივნისის იღბლიანთა სიაში მოხვდებოდით, რადგან ერთი შეხედვით, ეს არ არის მარტივი თვე.  

მოემზადეთ თვის შუა რიცხვებისთვის, რადგან დიდი შანსია, თქვენი ურთიერთობა ან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ, ან სულაც სიყვარულის ახალი ისტორია დაიწყოთ.

ამასთან, ამ თვეში წარმატებული იქნებით კარიერულ ცხოვრებაშიც. ამიტომ მოსალოდნელია, რომ თქვენს მიღწევებს მეგობრებთან ერთად აღნიშნავთ. დიახ, სიხარული ივნისის მთავარი სიტყვაა. სიტყვა, რომელსაც იშვიათად აიგივებთ თქვენს არსებობასთან...

ვფიქრობთ, დროა მოემზადოთ და მადლიერება იგრძნოთ იმ სიკეთისთვის, რომელიც თქვენსკენ მოდის. წარმოიდგინეთ, რომ საბოლოოდ შეძლებთ იგრძნოთ ბედნიერება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში... წარმოიდგინეთ და მოემზადეთ, რადგან ეს თქვენი რეალობა გახდება!

 
  1. მშვილდოსანი

(22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მიუხედავად იმისა, რომ ივნისის პირველი ნახევარი საინტერესო თვე იქნება, მეორე ნახევარში სრული სიგიჟე გელოდებათ. თქვენი დიდი ოცნება სიყავარულის შესახებ უკვე „კარგად გამომცხვარია“ და ღუმელიდან გამოღებას ელოდება.  

18 ივნისის შემდეგ, თქვენ საბოლოოდ შეძლებთ მსოფლიოს გამოუცხადოთ, რომ შეყვარებული ხართ, ამ ადამიანთან ექსკლუზიური ურთიერთობა გაქვთ და თანაც, ზად ხართ სტაბილირობისთვის!

ამ თვეში საკუთარ თავს გააოცებთ, ძვირფასო მშვილდოსნებო, რადგან, როგორც ჩანს, ისეთი სიყვარული გელოდებათ, თავისუფლებისკენ თქვენს სწრაფვას რომ შეანელებს...