სტილი
ბოჰემური ტენდენცია: ამ ზაფხულს, ეს ნივთი, ყველა მოდური ქალის გარდერობში უნდა იყოს
- 06.06.2022
დიახ, სწორად გამოიცანით, ესაა ბოჰემური სტილის კაბა.
მაგრამ თქვენ მთავარი სიტყვა გამოტოვოთ - ესაა გრძელი ბოჰემური კაბა. გამონაკლის შემთხვევებში, საშუალო სიგრძის არჩევაც შეიძლება, მაგრამ კოჭებამდე ან კიდევ უფრო გრძელი, იდეალური არჩევანია.
როგორ მოვირგოთ ბოჰემური კაბა ამ სეზონზე?
არაფერი განსაკუთრებული. ყველამ ვიცით, რა უხდება ბოჰემურ კაბას და რა არა. სიმართლე რომ ვთქვათ, არ არსებობს რაღაც, რაც ამ სტილს არ უხდება...
წელში გამოყვანილი თუ თავისუფალი, დახვეწილი პრინტის თუ მეტად ექსტრავაგანტული, შეხსნილი კაბა-ხალათი თუ ფენებიანი, პასტელის თუ ნეონის ფერები? - არჩევანი თქვენზეა!
შეუხამეთ სანდლებს, კლასიკურ ფეხსაცმელს, კედებს, მაღალ ქუსლებს...
გაიშალეთ, შეიკარით, აიწიეთ და დაიხვიეთ თქვენი ლამაზი თმა...
აირჩეთ ელეგანტური, ბოჰემური ან თუნდაც ჩალის ჩანთა...
და ვუალა! თქვენ სეზონის ყველაზე ტრენდული ქალი გახდებით