-
ყავისფერი თვალები ყველა სხვა ფერზე ადრე არსებობდა.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ისტორიის კონკრეტულ მომენტში, ყველა ადამიანს ერთი თვალის ფერი - ყავისფერი ჰქონდა. შემდეგ, ერთ დღეს, გენეტიკური მუტაცია მოხდა გენებში, რამაც შეამცირა მელანინის გამომუშავება იმ დონემდე, რომ ეს რაოდენობა, თვალების გასამუქებლად, საკმარისი აღარ იყო - და სწორედ ასე გაჩნდა პირველი ლურჯი თვალები.
დღესდღეობით, ყავისფერი კვლავ ყველაზე გავრცელებული თვალის ფერია მსოფლიოში. მელანინის მაღალი დონის წყალობით, ყავისფერი თვალები უფრო გამძლეა თვალის დაავადების მიმართ.
ღია ყავისფერი თვალები ყველაზე ხშირად გვხვდება ამერიკაში, დასავლეთ აზიასა და ევროპაში, ხოლო მუქი ყავისფერი თვალები ყველაზე ხშირად გვხვდება აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აზიაში.
-
ყველა ცისფერთვალება ადამიანს საერთო წინაპარი ჰყავს.
დღეს ევროპაში ცისფერთვალებათა პროცენტული მაჩვენებელი 20-40%-ია, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში, ადამიანების მხოლოდ 8-10%-ს აქვს ცისფერი თვალები. ცისფერი თვალები ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში.
-
თვალის ფერის ევოლუცია შეესაბამება ჩვენი წინაპრების მიგრაციას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თვალის ფერის ევოლუცია შეესაბამება ჩვენი წინაპრების მიგრაციას თბილი კლიმატიდან ცივ კლიმატში. დღეს ევროპელებს შორის ყველაზე მრავალფეროვანი თვალის ფერები გვხვდება - დაწყებული ღია ლურჯიდან მუქ ყავისფერამდე. მიზეზი, რის გამოც მუქი ფერის თვალები უფრო ხშირად ცხელ კლიმატში, აზიასა და აფრიკაში გვხვდება, არის მელანინი, რომელიც იცავს თვალებს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.
-
ნაცრისფერი თვალები, ადამიანების 1%-ზე ნაკლებს
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ერთი გენია პასუხისმგებელია ჩვენი თვალების ფერზე. მაგრამ, როგორც გაირკვა, დაახლოებით 16 გენი განაპირობებს თვალის ფერს და მათ შეუძლიათ წარმოქმნან ისეთი იშვიათი და უნიკალური ფერები, როგორიცაა ნაცრისფერი. მიუხედავად იმისა, რომ ნაცრისფერი თვალები ერთი შეხედვით „ლურჯი“ ჩანს, სუფთა ცისფერი თვალებისგან განსხვავებით, მათ აქვთ ყავისფერი და ოქროსფერი ლაქები.
-
ფერადი თვალების მქონე ადამიანები, უკეთესად უძლებენ ტკივილს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 58-მა ორსულმა ქალმა. შედეგებით დგინდება, რომ ღია ფერის თვალების მქონე ქალებს აქვთ ტკივილის უფრო მაღალი ტოლერანტობა, ვიდრე ყავისფერი ან თხილისფერი თვალების მქონე ქალებს.
-
მწვანე თვალები ყველაზე ხშირად, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში გვხვდება.
მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს მწვანე თვალები, ეს ფერი ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია თვალის ბუნებრივ ფერებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე თვალები ბუნებრივად ყველა რასაში გვხვდება, მწვანე თვალების მქონე ადამიანების დაახლოებით 16% არის გერმანული და კელტური წარმოშობის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ირლანდიისა და შოტლანდიის მოსახლეობის 86%-ს მწვანე თვალები აქვს.
-
ქარვისფერი, ყველაზე გამორჩეულ თვალის ფერებს შორისაა.
მათ ხშირად "ოქროს თვალებს" უწოდებენ, ქარვისფერი თვალები ეკუთვნის "ყავისფერი" თვალების ოჯახს, მაგრამ რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი აქვთ. ყავისფერი თვალებისგან განსხვავებით, ქარვისფერი თვალების ელფერი ყოველთვის ღია ოქროსფერია. ქარვისფერი თვალების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ესპანური, სამხრეთამერიკული, სამხრეთ აფრიკელი ან აზიური წარმომავლობა.
-
მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს, სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ.
ჰეტეროქრომია, ესაა იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ერთ ადამიანს, განსხვავებული თვალების ფერი აქვს. მიზეზი კი, მელანინის არათანაბარი კონცენტრაციაა. ამ მდგომარეობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის გენეტიკაა, იშვიათი სინდრომი ან თვალის ფიზიკური დაზიანება.
-
100%-ით შავი თვალები არ არსებობს.
სინამდვილეში, შავთვალება ადამიანებს, ძალიან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, რომლებიცთითქმის ერწყმის გუგებს. სწორედ ამიტომ, მათი თვალები, ერთი შეხედვით, შავი ფერის ჩანს.
თემები: