#1
როდესაც გრძნობთ, რომ სასოწარკვეთილი ცდილობთ მისი ყურადღების მიქცევას და როგორმე მათთან საუბარს. ამ შემთხვევაში, უმნიშვნელო კომუნიკაციისთვის კარგავთ საკუთარი თავის პატივისცემას.#2
როდესაც ის გამუდმებით დაკავებულია, მაგრამ როგორღაც ახერხებს მეგობრებისა თუ სხვა ადამიანების ნახვას. ეს აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი.#3
როდესაც ის რამდენიმე საათში ან დღეში პასუხობს თქვენს შეტყობინებას, მაგრამ მეორეს მხრივ, თქვენ იცით, რომ ის ადვილად ხელმისაწვდომია სხვა ადამიანებისთვის.#4
როდესაც ის არასდროს საუბრობს თქვენთან იმის შესახებ, თუ რა ხდება მის ცხოვრებაში, რადგან აშკარად არ უნდა, თქვენთვის რამის გაზიარება.#5
როცა მისთვის სულ ერთია, ესაუბრებით თუ არა. მისთვის, მოწყენილი საღამოების ერთ-ერთი ვარიანტი ხართ.#6
როცა ეუბნებით, რომ ის სათანადო დროს არ გითმობთ, გამუდმებით თავს იმართლებს. მაგრამ თქვენ უკვე ზეპირად იცით მისი სულელური მიზეზები.#7
როდესაც ის ყოველთვის ეძებეს მიზეზს, რომ დაასრულოს საუბარი ან თქვენ დაგადანაშაულოთ ყველაფერში. სამწუხაროდ, მას ეს ყველაზე უკეთ ეხერხება...თემები: წყვილი