LIFE

Glovo და SEU, აბიტურიენტებს მხარდასაჭერად ერთიანდებიან

Glovo და SEU, აბიტურიენტებს მხარდასაჭერად ერთიანდებიან

Glovo, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიკატეგორული მიწოდების პლატფორმა, მომხმარებლებს გამუდმებით სთავაზობს სხვადასხვა პროექტებსა თუ შეთავაზებებს. ამჯერად, ტექნოლოგიური კომპანია, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ერთად, აბიტურიენტებს მხარდასაჭერ პროექტს იწყებს.


ცხელ სეზონზე, როდესაც აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისთვის ემზადებიან, მღელვარება მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს. სწორედ მათ მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, SEU-ს თანაავტორობით, Glovo-მ აპლიკაციაში ახალი ბაბლი დაამატა.



GlovoApp-ის სპეციალურ ბაბლში, უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეთავაზებები, უფასო მიტანის სერვისი და ფასდაკლებები SEU- მეგობარი ობიექტებისგან: მინისო, ბიბლუსი, ზუმერი, ჯინვენტორი, ჯოვანი მორა და სხვა ცნობილი კომპანიები, აბიტურიენტებს სპეციალურად მათთვის შექმნილ აქციებს სთავაზობენ!

თუმცა, ეს ყოველივე როდია: აბიტურიენტებისთვის შექმნილ ბაბლში, შესაძლებელია მშობლებისთვის განკუთვნილი პირველადი დახმარების ნაკრების აღმოჩენაც!

დიახ, სწორად მიგვიხვდით: რა შეიძლება დასჭირდეს ქართველ მშობელს გამოცდის დღეს? მზისგან დამცავი ქუდი, წყალი, მშრალი და სველი ხელსახოცები და გულის წვეთები!

ამ უნიკალური და ფრიად საჭირო ნაკრებს, სასურველ დღეს და სასურველ ადგილზე, Glovo წამებში მოგიტანთ!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, აბიტურიენტებს გამუდმებით სთავაზობს მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს: აირჩიე SEU პირველ ნომრად და პირველივე სემესტრში მიიღე დარიცხული სტიპენდია. ხოლო მომდევნო  სემესტრიდან, დაგროვილი ქულების შესაბამისად: აირჩიე სტიპენდია ან მიიღე სწავლის საფასურის შეღავათი.



ის განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტები, რომელიც 91 ქულაზე მეტს დააგროვებენ, სრულად დაიბრუნებენ დარიცხულ თანხას სტიპენდიის სახით ან უფასოდ ისწავლიან მომდევნო სემესტრის განმავლობაში!

სტუდენტობა იწყება SEU-სთან ერთად!