მშობლები

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

საღამოს ექვსი საათია და სამსახურიდან გამოსული დიდ საცობში ხვდებით. იცით, რომ საბავშვო ბაღში უკვე დააგვიანეთ ან სახლში მისვლას და ძიძის გაშვებას დროულად ვერ ასწრებთ, ვერც ვახშმის მომზადებას მოასწრებთ, რადგან თქვენი სახლი არეულია და მისვლისას, თქვენი პატარა სათამაშოების მთებს დადგამს. თუ თქვენ საღამოობით, სამსახურიდან სახლში მისვლისას გაუსაძლის დაღლილობას გრძნობთ, ყველა წვრილმანზე ეჩხუბებით შვილს, მაშინ თქვენი ე.წ. დედობრივი სტრესი რეალურია. 

ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია შესვენება, თუმცა ვის აქვს ზედმეტი დრო ან ფული მასაჟისა და სპა პროცედურებისთვის? ისიც ძალიან რეალურია, რომ დასვენება გჭირდებათ და ასე გაგრძელება, უბრალოდ აღარ შეიძლება!

TREND. გთავაზობთ მარტივ და სწრაფ გამოსავალს ყოველდღიურ სტრესთან გასამკლავებლად. მიჰყევით ჩვენს ჩამონათვალს:

1. დილის "პიკი"

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ: დილა განსაკუთრებით სტრესულია, თუ ოჯახში პატარა ბავშვები არიან. დილის აურზაურისა და მისი შედარებით მშვიდად ჩავლისთვის, ერთადერთი გამოსავალი, რაც დედებს რჩებათ, წინა ღამით გარკვეული საქმის მოგვარებაა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ გაიმზადოთ სამსახურში წასაღები ლანჩი, მოამზადოთ ისეთი საუზმე, რომელსაც დილით მხოლოდ შეათბობთ. ასევე, უმჯობესია, მოასწროთ გაღვიძება, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ. ეს, ბუნებრივია, რთულია, თუმცა, ამ მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს, რათა სიმშვიდეში შეძლოთ თქვენი და ბავშვების ტანსაცმლის მოწესრიგება, საუზმის გამზადება და სხვა აუცილებელი საქმის გაკეთება. 

2. როცა ბავშვები "ცუდად" იქცევიან

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ: ბავშვები ხშირად აფუჭებენ ნივთებს, აშავებენ უმნიშვნელოდ სკოლაში, ამის გამო კი საყვედურების მოსმენა ყოველთვის მშობლებს უწევთ. რთულია თავშეკავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესი გვაწუხებს. საუკეთესო გამოსავალი კი მაინც თავშეკავებაა და სირთულის მიუხედავად, უმჯობესია, მოახერხოთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. როცა თქვენი შვილი "ცუდად" მოიქცევა, გამოჰკითხეთ სკოლის მასწავლებელს დეტალები, მოისმინეთ მშვიდად. შემდეგ კი აუცილებლად შეხედეთ მოცემულობას საკუთარი შვილის გადმოსახედიდან. ის პატარაა და ცელქი, შესაბამისად ყველაფერი აინტერესებს და ეს განაპირობებს იმას, რომ ხშირად, უნებლიედ რამეს აფუჭებს. 

3. როცა გასაკეთებელი საქმეების სია არასოდეს სრულდება

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ: მარტივად რომ გითხრათ, ეს სია, მანამ არ დასრულდება, სანამ თქვენი შვილი არ წამოიზდება. შესაბამისად, საუკეთესო გამოსავალია ფუნქციები გადაინაწილოთ. ან ეცადეთ, დღეგამოშვებით აიღოთ პასუხისმგებლობები. დანარჩენი დღეები კი მეუღლეს მიანდოთ. ამგვარად, მეტი დრო გამოგინთავისუფლდებათ იმისთვის, რომ დაისვენოთ და საღამო შვილებთან და მეუღლესთან ერთად, არა ხმაურსა და აურზაურში, არამედ მშვიდად გაატაროთ. 

4. როცა ყველაფერი განერვიულებთ

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ: ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა, საკუთარ თავზე ზრუნვაა. ეცადეთ, კვირაში ერთი დღე გამოყოთ და შეხვდეთ მეგობრებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ. ეს კარგი მოდუნების საშუალებაა, რადგან კვლავ იგრძნოთ საკუთარი თავი ოჯახს გარეთ და ერთი საღამოს განმავლობაში მაინც დაივიწყოთ პასუხისმგებლობები, სანერვიულო, აუცილებლად გასაკეთებელი საქმეები და სხვ. 

5. როცა ფიქრობთ რომ ყველა ასპექტში ბავშვისთვის თქვენი მოსაზრების თავს მოხვევა თქვენი სამსახურია

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ: ბავშვებს სხვადასხვა ტემპერამენტი და მისწრაფებები გააჩნიათ. თქვენი საქმეა, დაეხმაროთ მათ აღმოჩენებსა და განვითარებაში. იმის ნაცვლად, რომ ყველაფრის შესახებ საკუთარი აზრი თავს მოახვიოთ, უმჯობესია საკუთარ თავზე იფიქროთ, როგორც მებაღეზე და არა მოქანდაკეზე. თქვენ კიარ ქმნით, უვლით!

6. როცა საჭიროზე ხშირად გეგმავთ

როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს - რჩევები დედებს

როგორ გავუმკლავდეთ: გასაგებია, რომ ღელავთ, გსურთ თითოეული მოვალეობა, რომელიც გაკისრიათ, პირნათლად შეასრულოთ, თუმცა, ზოგჯერ, აუცილებელია, დღის დინებას მიჰყვეთ და დაუგეგმავადაც იმოქმედოთ. გახსოვდეთ, ზედმეტ ყურადღებას მეტი სტრესი მოაქვს და ასევე, ხშირად იწვევს უარყოფით შედეგებს ბავშვებშიც. ზოგჯერ, ნაკლები ყურადღება და მსუბუქი დამოკიდებულება, ბავშვებისთვისაც სასარგებლოა. 



parents.com