LIFE
10 შთამბეჭდავი ქვეყანა, სადაც ქალებისთვის მარტო მოგზაურება ყველაზე უსაფრთხოა
- 06.11.2022
მოგზაურობაში წასვლა, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გამოცდილებაა. მაგრამ, თუკი სამოგზაუროდ მარტო მიდიხარ, თანაც, ქალი ხარ, შესაძლოა, ყველაზე დიდი გამოწვევაც კი გახდეს. სამწუხაროდ, არსებობს მრავალი ქვეყანა, სადაც ქალის მარტო მოგზაურობა, რეკომენდებულია არ არის.
სულ ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა კვლევა და გამოვლინდა 10 შთამბეჭდავი ქვეყანა, სადაც ქალებისთვის სოლო მოგზაურება ყველაზე უსაფრთხოა. კვლევის ავტორი ტურისტული კომპანიაა, სახელაც Bounce.
კვლევა ისეთ ფაქტორებს ეყრდნობა, როგორებიცაა:
- ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ქალების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც ამ ქვეყანაში გამოსცადეს ძალადობა
- განზრახ მკვლელობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა
- ქვეყნის მთლიანი უსაფრთხოება
- ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ქალების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ღამით, მარტო სეირნობისას თავს უსაფრთხოდ გრძნობენ
- ქალების მიმართ ძალადობისადმი დამოკიდებულება
- კანონები ოჯახში ძალადობის შესახებ
Bounce-ის კვლევის მიხედვით, ეს არის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ტოპ ათეული, სადაც ქალებს თამამად შეუძლიათ სოლო მოგზაურებაში წავიდნენ, ასე გამოიყურება:
-
ირლანდია
-
ავსტრია
-
ნორვეგია
-
სლოვენია
-
შვეიცარია
-
ესპანეთი
-
პორტუგალია
-
კანადა
-
ნიდერლანდები
-
პოლონეთი
თემები: მოგზაურობა, მოგზაური