LIFE

კარმის 12 კანონი - ის, რაც ცხოვრებას განსაზღვრავს

კარმის 12 კანონი - ის, რაც ცხოვრებას განსაზღვრავს

თითოეული ადამიანი, პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე. ის, რასაც სამყაროში უშვებთ, არსად არ იკარგება. უფრო მეტიც, ის უკან ბრუნდება.

ალბათ, გსმენიათ სიტყვა კარმა, რაც, არის კავშირი ადამიანის ჩადენილი ქმედებებსა და მათი მიერ გამოწვეულ შედეგებს შორის. როდესაც კარმაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ სასჯელზე.

კარმა, ეს არის სამყაროსეული ბალანსი, ბუნებრივი შედეგი, რომელსაც სამყარო საპასუხოდ აბრუნებს.

  1. დიდი კანონი

ადამიანი, ცხოვრებისგან იღებს მხოლოდ იმას, რასაც გასცემს. ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ახლა ხდება, შენი წინა მოქმედებების შედეგია.
  1. შემოქმედების კანონი

ცხოვრებაში თავისთავად არაფერი არ ხდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და შევქმნათ იგი.
  1. მიღების კანონი

ადამიანმა უნდა მიიღოს ის, რისი შეცვლაც არ შეუძლია. ყველაფერი არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.
  1. ზრდის კანონი

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უკეთესობისკენ ცვლის, მისი ცხოვრებაც მიჰყვება და კარგისკენ იცვლება.
  1. პასუხისმგებლობის კანონი

შენ ხარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. სხვა არავინ და არაფერი.
  1. ურთიერთკავშირის კანონი

წარსული, აწმყო და მომავალი - ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია.
  1. ფოკუსირების კანონი

ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ვიფიქროთ ორ სხვადასხვა რამეზე.
  1. შესაბამისობის კანონი

ჩვენი ნებისმიერი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს აზრებს და ქმედებებს.
  1. კანონიაქ და ახლა

ადამიანი წინ ვერ წავა, თუკი უკან იყურება. წარსულის მოვლენები, ნივთები და ურთიერთობები, დიდ ადგილს იკავებენ. თუკი გსურს სიახლე, მაშინ გათავისუფლდი ძველისგან.
  1. ცვლილების კანონი

ისტორია მეორდება მანამ, სანამ ამ გაკვეთილს არ ვისწავლით და არ შევცვლით ჩვენს გზას.
  1. მოთმინებისა და დაჯილდოების კანონი

ღირსეული ჯილდო, მოითხოვს შესაბამის შრომას. თუ არ დაიმსახურებ, ის შენთან არ მოვა.
  1. შთაგონების კანონი

ადამიანი მხოლოდ იმას იღებს, რასაც იმსახურებს. თუ გსურს შთაგონება, ყველა საქმე სიყვარულით გააკეთე.