LIFE

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

ზიხარ, მოწყენილი დასცქერი ტელეფონის ეკრანს და ყოველ ზარზე და შეტყობინებაზე იმის მოლოდინში ხარ, რომ მისი ნომერი გამოჩნდება? იცდი, ძალიან ბევრს იცდი, თუმცა მისგან არაფერი ისმის. რა უნდა მოიმოქმედო?

თუ ეს რჩევები დაგეხმარებათ და იმედია დაგეხმარებათ, სცადეთ! TREND. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის საშუალებითაც, თქვენთვის სასურველი მამაკაცისგან, სულ მცირე ყურადღებას მაინც დაიმსახურებთ, არ იჯდებით უსასრულოდ მისი შეტყობინებისა და ზარის მოლოდინში. 

1. ეცადე ერთხელ მაინც მოგწეროს, შემდეგ თავად დააიგნორე

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

გვესმის, რომ ახდება ის ნატვრა, რომელზეც აგერ უკვე რა ხანია ოცნებობთ, თუმცა მისი დაიგნორება აუცილებლობაა. ეცადეთ, გამოჩნდეს, მიიქციოთ მისი ყურადღება, მოგწეროთ და შემდეგ, თავად დააიგნორეთ. მოლოდინის რეჟიმში თქვენს ყოფნას, ხომ ნამდვილად ჯობს ის იყოს? თუ ამის შემდეგ რამდენიმეჯერ კვლავ მოგწერთ, გკითხავთ მიზეზებს თუ რატომ არ პასუხობთ, ეცადეთ, რამდენიმე საათი დაიცადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიწეროთ. 

2. თუ იცი, რომ დაკავებულია, პატივი ეცი მის პირად სივრცეს და ნუ შეაწუხებ შეტყობინებებით

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

ბუნებრივია, ეს დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს და მსგავს პატივისცემას მისგანაც უნდა იღებდეთ. ყველამ კარგად ვიცით, როგორი ნერვების მომშლელია, როცა დაკავებული ხართ და ზარები და შეტყობინებები ტელეფონზე არ წყდება. როცა ის დაკავებულია, შეეცადეთ თქვენც დაკავდეთ სხვადასხვა რამით და აღარ იფიქროთ იმაზე, რომ მის გარეშე დრო საშინლად ნელა გადის. 

3. ნუ დაავალდებულებ

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

როცა რაღაც პერიოდი მისგან არაფერი ისმოდა, კონტაკტზე გამოსვლისას ნუ დაუსვამთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: "სად იყავი?" "რატომ არ ჩანდი?" "რატომ არ მომწერე ამდენი ხნის განმავლობაში?" გახსოვდეთ, მას აუცილებლად უნდა აგრძნობინოთ, რომ მის გარდა, სხვა ადამიანებიც არსებობენ და მის იქეთ ცხოვრება გაქვთ. 

4. ნუ აუფეთქებ ტელეფონს

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

როცა ის მოგწერთ, უპასუხეთ მოკლედ და ლაკონურად. არ არის სასურველი, ორი, სამი და ზედიზედ ოთხი შეტყობინების ერთად გაგზავნა. საქმე იმაშია, რომ მას თქვენთან კომუნიკაცია უნდა მოუნდეს, თქვენი ნახვა და პირისპირ საუბარი მოენატროს. 

5. ნუ იქნები გამუდმებით იმის ძიებაში, ონლაინ არის თუ არა

რჩევები მათ ვინც საყვარელი მამაკაცის ზარსა და შეტყობინებას გამუდმებით ელოდება

იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ონლაინ ადამიანი, საუკეთესო ქსელი ფეისბუკია. თუმცა, ამის გამუდმებით შემოწმება, სულაც არ არის კარგი ტონი. მოიშორეთ ეს დამოკიდებულება და საერთოდაც, მოდუნდით: ცხოვრება მის გარეშე მართლაც შეგიძლიათ! მერწმუნეთ, ის სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა დაინახავს, რომ მის გარეშე უბრალოდ კარგად კი არა, ძალიან კარგად გრძნობთ თავს!



allwomenstalk.com