ჯანმრთელობა

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

გარდა იმისა, რომ აზიური სამზარეულო თავისი პიკანტურობით, განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა, ასევე, შეუძლებელია, არ აღინიშნოს ისიც, რომ აზიური კერძები მდიდარია, უამრავი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზიელები, კერძებს, ძირითადად, ბოსტნეულით ამზადებენ, ასევე მათ საკვებში ხშირად შეხვდებით ბრინჯსაც და ლაფშასაც. ულუფების მოცულობა, რომელსაც ისინი მიირთმევენ, საკმაოდ მცირეა. ამბობენ, რომ ეს განაპირობა იმან, რომ მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ხოლო საკვები მცირე. სწორედ სიღარიბე გახდა იმის განმაპირობებელი, რომ აზიელებს ჯანსაღად ეკვებათ. 

ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღმოსავლური, კერძოდ კი აზიური, ჩინური, კორეული, იაპონური და მალაიზიური საკვები არაჯანსაღია. უნდა არინიშნოს, რომ ამას თავისი მიზეზიც გააჩნია. დასავლეთში არსებული აზიური კვების კულტურა, მართლაც არაჯანსაღია, რადგან დასავლელებმა, იგი თავიანთ ადგილობრივ კულტურებს მოარგეს, ხოლო, ნამდვილი, ნატურალური, სახლში მომზადებული აზიური კერძი, ძალიან სასარგებლო, გემრიელი და ჯანსაღია.

TREND. გთავაზობთ აზიური კერძების იმ ჩამონათვალს, რაც დაგეხმარებათ წონის დაკლებასა და მის ოპტიმიზაციაში. ასევე, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. 

1. მწვანე ჩაი 6-8-ჯერ დღეში

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

მიირთვით მწვანე ჩაი 6-8-ჯერ დღეში. ეს უზრუნველყოფს თქვენი ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოწესრიგებას. მოერიდეთ მის დალევას ჭამიდან 1 საათის განმავლობაში, რადგან შეიძლება კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. 

2. დღეში ერთხელ მაინც მიირთვით წვნიანი

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

წვნიანი თითქმის არ შეიცავს ნახშირწლებს, თუ იგი მხოლოდ ბოსტნეულისგან მზადდება. მოამზადეთ აზიელების მსგავსად, მხოლოდ ბოსტნეულის ან ძვლის ნახარშის წვნიანი და ეცადეთ, სადილის დროს აუცილებლად მიირთვათ. აქციეთ ეს ტრადიციად და მიირთვით ყოველდღიურად. 

3. მეტი ბოსტნეული

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული დღის განმავლობაში. განსაკუთრებით, სასურველია, შეარჩიოთ დაბალკალორიული ბოსტნეულები. ისეთები, როგორიცაა, კომბოსტო, ბოლოკი და სალათის ფურცლები. 

4. გამოიყენე ჩხირები 

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

აზიელები ჩხირებს იმისთვის იყენებენ, რომ ჭამის ტემპი მეტ-ნაკლებად შეანელონ. ჩხირების გამოყენება კარგია იმ მიზეზითაც, რომ მისი საშუალებით დიდი ულუფების აღება შეუძლებელია და ადამიანს აქვს საშუალება მიირთვას ზუსტად იმ რაოდენობის საკვები, რაც სჭირდება. 

5. ყავისფერი ბრინჯი

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

ბრინჯის სასარგებლო თვისებები ყველასთვის კარგად ცნობილია, თუმცა, ორმაგად სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი, რომლის შეძენაც სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებშიც შეგიძლიათ. თეთრი ბრინჯი ჩაანაცვლეთ ყავისფერი ბრინჯით და იკვებეთ ჯანსაღად. 

6. ხილი ტკბილეულის ნაცვლად

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

ნაყინისა, შოკოლადის, ორცხობილებისა და სხვა კალორიული ტკბილეულის ნაცვლად, დესერტად ხილი მიირთვით. გარდა იმისა, რომ ნაკლებ კალორიული, გაცილებით სასარგებლოცაა. შეარჩიეთ დაბალკალორიული ხილი, მაგალითად, ნებისმიერი ციტრუსი, ანანასი, კენკრა და ტროპიკული ხილის სახეობები. 

7. მიირთვი ზღვის პროდუქტი

დიეტის 7 საიდუმლო აზიიდან

ზღვის პროდუქტებში ძალიან დიდი რაოდენობით ცილაა. ასევე, თევზეული ომეგა 3 ცხიმების ბუნებრივი წყაროა და სასარგებლოა, როგორც მთლიანად ჯანმრთელობისთვის, ასევე კანისთვისაც. 



allwomenstalk.com