საუკეთესო საჩუქარი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მოყვარულთათვის
- 11.02.2017
სულ რამდენიმე დღეც და წელიწადის ყველაზე დიდი სასიყვარულო დღესასწაული კარს მოგვადგება. ამ დღეს, განსაკუთრებულ საგონებელში მამაკაცები არიან, რადგან მათ ყველაზე რთული მისია აკისრიათ: შეურჩიონ საჩუქარი საყვარელ ქალს!
გახსოვდეთ, ქალბატონების გაკვირვება საჩუქრით, რომლებიც უპირატესობას კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებენ, მარტივი საქმე სულაც არ არის.
TREND. დახმარებას გთავაზობთ იმ რთულ საქმეში, რასაც საყვარელი ქალისთვის, ამ მნიშვნელოვან დღეს, საჩუქრის შერჩევა ქვია. ჩამონათვალი, განსაკუთრებით დაგეხმარებათ საჩუქრის არჩევაში მათ, ვის პარტნიორ ქალბატონებსაც კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები მოსწონთ:
1. თვალის ჩრდილის პალიტრა
შეუძლებელია, ამ საჩუქრის მიმართ გულგრილი დარჩეს ქალბატონი, რომელსაც კოსმეტიკა უყვარს და მაკიაჟს ხშირად იკეთებს. ეცადეთ, დააკვირდეთ, რა ფერებს ანიჭებს თქვენი საყვარელი ქალბატონი უპირატესობას და შესაბამისი ფერების ნაკრების მქონე თვალის ჩრდილის პალიტრა შეარჩიეთ.
2. აჩუქეთ საჩუქრების კომპლექტი
ამაზე უკეთესს საჩუქარს, ვერცერთი ქალბატონი ვერ ინატრებს. შეარჩიეთ კოსმეტიკის, ნიღბების, კრემების, სხეულის ლოსიონებისა და აბაზანის გელის ნაკრები. გვერწმუნეთ, მსგავსი საჩუქარი, ყველა ქალის ოცნებაა!
3. ტუჩის ბალზამი
ამ სუსხიან ზამთრის დღეებში, ტუჩის ბალზამი არის ის, რაც ყველა ქალს სჭირდება. შეარჩიეთ კარგი ხარისხის, სხვადასხვა სურნელისა და შეფერილობის მქონე ტუჩის ბალზამი. ეს იმ პრაქტიკულ საჩუქრებს მიეკუთვნება, რაც საჭირო და აუცილებელია. ხოლო, რაც მთავარია, მას თქვენი საყვარელი ქალბატონი, აუცილებლად გამოიყენებს!
4. აჩუქეთ ფუნჯების ნაკრები
ეს საჩუქარი, არცერთ ზემოთხსენებულ საჩუქრებს არ ჩამოუვარდება თავისი მნიშვნელობით. რა უნდა იყოს იმ ინზტრუმენტებზე მნიშვნელოვანი, რომლითაც თქვენი ქალბატონი მაკიაჟს იკეთებს?
თუ კარგად იცნობთ საყვარელ ქალს, საჩუქრის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გვიამბეთ თვენი საყვარელი ქალბატონის შთაბეჭდილებების შესახებ!
თემები: თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, კოსმეტიკა, რჩევები, საჩუქრები, ვალენტინობა, საჩუქრები ქალებს
allwomenstalk.com