სტილი
კვლევის მიხედვით, წითური ადამიანები, ნაკლებად მიმზიდველები არიან - ეთანხმებით თუ არა?
- 16.01.2023
მრავალი წელია, მეცნიერები ადამიანების გარეგნობას იკვლევენ და ცდილობენ დაადგინონ, რა ფიზიკური მახასიათებელია მეტად ან ნაკლებად მიმზიდველი. ჩვეულებრივ, კონკურენცია ქერა და შავგვრემან ადამიანებს შორის მიმდინარეობს, მაგრამ იცით, ვინ რჩებიან ყოველთვის შეუმჩნევლები? წითური ადამიანები.
ითვლება თუ არა წითური თმა მიმზიდველად?
Psychology Studies-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მამაკაცები და ქალები, რომლებსაც აქვთ წითელი თმა, არ აღიქმებიან ისეთი მიმზიდველ ადამიანებად, როგორც ქერა ან შავგვრემნები.ექსპერიმენტის დროს, მკვლევრებმა კაცებისა და ქალების წინასწარ შერჩეულ ჯგუფს, შავი, ყავისფერი, ქერა და წითური პარიკები მოარგეს. კვლევა არც მეტი და არც ნაკლები, ღამის კლუბში მიმდინარეობდა, რათა მეცნიერებს დაენახათ, რომელი ტიპის ადამიანები მიიპყრობდნენ ყველაზე მეტ ყურადღებას.
როგორც გაირკვა, წითური ადამიანები, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, თანაბარ ყურადღებას იპყრობდნენ. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი, ყველაზე დაბალი აღმოჩნდა.
წითური მამაკაცების მხოლოდ 13,8%-მა შეძლო ქალის ცეკვაზე დათანხმება, მაშინ, როდესაც შავგვრემანი მამაკაცები 35%-იანი წარმატების მაჩვენებლით ლიდერობენ. მათ მოჰყვებიან მამაკაცები ყავისფერი თმით (30%) და მამაკაცები ქერა თმით (27,5%).
და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, ქალები როგორც წესი, ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზიკურ თვისებებს, ვიდრე მამაკაცები, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ წითური მამაკაცები მაინც გაცილებით ნაკლებ პასუხს იღებდნენ ქალების მხრიდან.
როგორც ჩანს, ეს რეალობა წითურთმიანი ქალების შემთხვევაშიც უცვლელია.
იმავე ექსპერიმენტის შედეგად, წითურ ქალს მხოლოდ 29 ბიჭი გამოეხმაურა, მაშინ როდესაც ქერათმიანმა ყველა რეკორდი მოხსნა და 127 მამაკაცის მოხიბვლა შეძლო. ყავისფერთმიანმა - 84 მამაკაცის, ხოლო შავთმიანმა - 82-ის.
თუმცა, საინტერესოა, რომ როდესაც მამაკაცებს აჩვენეს ერთი და იმავე ქალის ფოტოები, 4 განსხვავებული თმის ფერით, მათმა უმრავლესობამ, წითელი პარიკი შეაფასა როგორც ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი და ვნებიანი.
მაშ, რაშია საქმე?
„ყველაფერში დამნაშავე სტერეოტიპებია. კვლევების მიხედვით, (სხვა თმის ფერის მქონე ქალებთან შედარებით) წითელი თმების მქონე ქალები აღიქმებიან უფრო სექსუალურ და ვნებიან ადამიანებად. მაგრამ, რადგან ეს ყველაზე იშვიათი თმის ფერია, ისინი ქულებს კარგავენ.ცნობილია, რომ თმის ფერის პრეფერენციები, ზოგადად ემთხვევა თმის ფერების გავრცელებას მოცემულ რეგიონში. ისევ და ისევ, წითელი თმის შედარებით იშვიათობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ წითელ თმას ყველაზე ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას“.
თემები: თმა