LIFE

რომელია მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა? - 2023 წლის მონაცემები

რომელია მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა? - 2023 წლის მონაცემები

COVID-19-ის პანდემიის ნეგატიური შედეგები, უკრაინის ომ და მსოფლიო ინფლაცია - გასული წელი გლობალური კრიზისების წლად იქცა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის გაეროსმსოფლიო ბედნიერების ანგარიშშინათქვამია, რომ ადამიანის გადაწყვეტილება, იყო ბედნიერი უცვლელია.

წელს, დიდი ხნის შემდეგ პირველად, გლობალური კმაყოფილების საშუალო მაჩვენებელი ისეთივე მაღალი დაფიქსირდა, როგორც პანდემიამდელ წლებში.
 

  • როგორ განისაზღვრება, არის თუ არა ქვეყანა ბედნიერი?
ანგარიში, მოიცავს 150-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გამოკითხვის მონაცემებს. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს ექვსი ძირითად ცვლადს, ესენია:  შემოსავალი, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების თავისუფლება, კეთილშობილება და კორუფციისგან თავისუფლება.

ყველაზე გავრცელებული კითხვა ადამიანების ბედნიერების გასაზომად არის: საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით ამ ეტაპზე?“ პასუხის გასაცემად ადამიანები იყენებენ 0-10 სკალას (0= სრულიად უკმაყოფილო, 10= სრულიად კმაყოფილი).

 
  • ბედნიერების უთანასწორობა: რომელი ქვეყნები არიან ყველაზე უბედურები?

ომის შედეგად განადგურებული ავღანეთი და ლიბანი რჩება ორ ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნად. ორივე ქვეყანას ცხოვრების საშუალო შეფასება ხუთ ქულით უფრო დაბალი აქვს (0-დან 10-მდე შკალაზე), ვიდრე 10 ყველაზე ბედნიერ ქვეყანას.
 
  • მაშ, რომელი 2023 წლის 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა?  
აღსანიშნავია, რომ ფინეთი უკვე მეექვსე წელია არ თმობს ლიდერის სტატუსს, 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყნის ძირითადი ნაწილი კი, უცვლელია - ქვეყნები უბრალოდ ადგილებს ცვლიან. მათ სია კი, ასე გამოიყურება:
  1. ფინეთი
  2. დანია
  3. ისლანდია
  4. ისრაელი
  5. ნიდერლანდები
  6. შვედეთი
  7. ნორვეგია
  8. შვეიცარია
  9. ლუქსემბურგი
  10. ხალი ზელანდია
აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, ცხოვრების საშუალო შეფასების 5.1-ქულიანი მაჩვენებლით, ქვეყანა 90- პოზიციაზეა