LIFE

დაგეგმე შენი საზაფხულო მოგზაურობა Wizz Air-თან ერთად

დაგეგმე შენი საზაფხულო მოგზაურობა Wizz Air-თან ერთად

ზაფხული უკვე ახლოვდება. თუკი ამ დრომდე არ დაგიწყიათ ფიქრი, როგორ გეგმავთ შვებულების გატარებას, ახლა საუკეთესო დროა - ცივი ზამთრის შემდეგ, მზის პირველი სხივები ხომ ყველას გვახსენებს, რა ნეტარებაა ოქროსფერ სანაპიროზე წოლა, მზის აბაზანების მიღება და ზღვის შრიალის მოსმენა.


დიახ, საოცნებო დასვენება მხოლოდ ერთეულების პრივილეგია სულაც არ არის.

თანამედროვე სამყაროში, სწორი ინფორმაციისა და საკმარისი მონდომების ფონზე, მოგზაურობა ბევრისთვისაა ხელმისაწვდომი. დღეს სწორედ ხელმისაწვდომი საოცნებო მოგზაურობის შესახებ ვისაუბრებთ.

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და მწვანე ავიაკომპანია, ერთგულ მომხმარებლებს გამუდმებით სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასებსა თუ ფასდაკლებებს. თუმცა, ეს გაზაფხული კიდევ უფრო განსაკუთრებული გამოდგა, რადგან ავიაკომპანიამ მომხმარებლები დამატებითი ფასდაკლებებით გაანებივრა.

ჯერ იყო და, Wizz Air-მა, 30 ივნისამდე, სპეციალური ფასების გრძელი სია წარმოადგინა, შემდეგ კი, საგაზაფხულო 20%-იანი დამატებითი ფასდაკლება შესთავაზა Wizz Discount Club-ის წევრებს.

კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს? დაახლოებით, რა ფასებზეა საუბარი?

მაგალითად, ესპანეთი, ქვეყანა, რომელზეც ყველა ადამიანი ოცნებობს, ახლა ნამდვილად ხელმისაწვდომია: ივნისის თვეში, ქუთაისი-ბარსელონას ბილეთის შეძენა სულ რაღაც 331 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო თუ Wizz Discount Club-ის წევრი ხართ, მაშინ ბილეთის ფასი, 301 ლარი გამოვა! ხელმისაწვდომი ქვეყნების სიაშია იტალიაც: ივლისის თვეში, ქუთაისიდან რომის მიმართულებით 289-260 ლარად შეგიძლიათ გაფრენა.

ეს ნამდვილად განსაკუთრებული ფასებია, რადგან საქართველოდან ესპანეთსა თუ იტალიაში გაფრენა, (თანაც, პირდაპირი რეისით) ასეთი ბიუჯეტური, ალბათ, არასოდეს ყოფილა!

მაგრამ, Wizz Air-თან ერთად, კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ბილეთებსაც მარტივად ნახავთ: მაისის თვეში ქუთაისი-ლარნაკას ბილეთის დაჯავშნა, მხოლოდ 133 ლარადაა ხელმისაწვდომი. რაც, ვფიქრობთ, რომ ნამდვილად შესანიშნავი შეთავაზებაა.

როგორ ვიპოვო ჩემზე მორგებული შეთავაზება?

გაითვლისწინეთ, რომ იმ დროისთვის, როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდება, შესაძლოა, აღნიშნულ რეისებზე ფასი უკვე შეცვლილი იყოს. არსებობს შანსი, რომ შემცირებულიც კი. ბილეთის ფასი დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ამიტომაცაა, რომ გასაყიდი ბილეთების ფასი, ფრენის წინა დღეებში, უჩვეულოდ იკლებს.




ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ საზაფხულო მოგზაურობის დაგეგმვას დრო სჭირდება. ამიტომ, თქვენზე მორგებული შეთავაზების ნახვას, ყველაზე უკეთ, თავადვე შეძლებთ. ამისათვის საჭიროა, რომ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში, თქვენი სასურველი მიმართულებები და თარიღები გადაამოწმოთ.

დარწმუნებულები ვართ, რო Wizz Air-ის შეთავაზებებში, აუცილებლად იპოვით თქვენი საოცნებო მიმართულებებიდან ერთ-ერთს, რომელიც თქვენს განსაზღვრულ ბიუჯეტში, ნამდვილად ჩაჯდება!



ბედნიერ საზაფხულო მოგზაურობას გისურვებთ! მანამდე კი, საოცნებო საზაფხულო მოგზაურობის ბედნიერ დაგეგმვას!