LIFE

გაიცანით Vogue-ს ახალი ვარსკვლავი: 106 წლის ქალი, რომელიც ფილიპინური ტატუირების ტრადიციას აგრძელებს

გაიცანით Vogue-ს ახალი ვარსკვლავი: 106 წლის ქალი, რომელიც ფილიპინური ტატუირების ტრადიციას აგრძელებს

პო მარია, 106 წლის ფილიპინელი ქალი და ლეგენდარული ტატუ-მხატვარი, როგორც ფილიპინური Vogue-ის უახლეს ყდას ამშვენებს. მართალია ტრადიციული ტატუები, მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, თუმცა აპო მარიამ ამ კულტურას ახალი სული შთაბერა - მან ქალებისთვისაც დაიწყო ესკიზების შექმნა და დახატვა.

დღეს, მას უფრო მეტი ტატუ აქვს გაკეთებული ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის. რაც მთავარია, ის ახლა თავის ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემს, რათა ფილიპინური კულტურის ეს უნიკალური ნაწილი შეინარჩუნოს.  

Vogue-ის ახალი სახე ჰყავს.
 


ფილიპინურმა Vogue-მა უნიკალური ისტორია შექმნა და მოდელად სწორედ აპო მარია შეარჩია. ქალი, რომელიც თინეიჯერობიდანვე მისდევს ტატუირების ტრადიციულ ტექნიკას, სახელად ბატოკს, რაც მხოლოდ ბასრი ჯოხისა და ნახშირის გამოყენებას გულისხმობს. მისმა ოსტატობამ და ხელოვნებისადმი ერთგულებამ, ქალს ფართო აღიარება მოუტანა და შთაგონების წყაროდ აქცია.

მის სანახავად, მთელი მსოფლიოდან, უამრავი ადამიანი ჩადის ფილიპინებში.



ტურისტები და ტატუების მოყვარულები, მთელი მსოფლიოდან ჩადიან ფილიპინების რესპუბლიკის პატარა სოფელ ბუსკალანში, რათა ლეგენდად ქცეულ ტატუ არტისტს შეხვდნენ. 

ყველაზე კარგი ის არის, რომ აპო მარია, საიდუმლოდ არ ინახავს თავის უნარებს და მომავალ თაობებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს უზიარებს ტრადიციული ხელოვნების ტექნიკებს.

აპო მარია ფილიპინელი ხალხის გამძლეობისა და ბრწყინვალების სიმბოლოა.
 



თაობის ბოლო წარმომადგენელი, დღემდე ოსტატურად აცოცხლებს ფილიპინური ტომების სიმბოლოებს, რომლებიც გამბედაობას, სიმტკიცესა და სილამაზეს განასახიერებენ. აპო მარია ამბობს, რომ ის მანამდე გააგრძელებს ტატუ ხელოვნებას, სანამ ფიზიკურად ექნება ამისი შესაძლებლობა.

და ის მსოფლიო რეკორდსმენია, როგორც Vogue-ის ყველაზე ხანდაზმული ვარსკვლავი.
 



Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ბეა ვალდესი ამბობს, რომ აპო მარიას მოწვევის გადაწყვეტილება, გამოცემის თანამშრომლებმა, ერთსულოვნად მიიღეს. მათ მიაჩნიათ, რომ ქალი ფილიპინური კულტურის სილამაზეს განასახიერებს, რაც მათი ერთ-ერთი იდეალია. ვალდესის აზრით, სილამაზის ცნება მოიცავს მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას, სწორედ ამიტომ, აპო მარია Vogue-ს ყველაზე ხანდაზმულ ვარსკვლავად იქცა. ასევე, ეს ისტორია არის შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ და პატივი ვცეთ იმ ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებს, რომელიც ყველა კულტურის ორგანული ნაწილია.