LIFE

„9 ფრაზა, რომელიც ყოველდღე უნდა თქვათ, თუკი ურთიერთობების გამოსწორება გსურთ“ - ფსიქოლოგი ჰარვარდიდან

„9 ფრაზა, რომელიც ყოველდღე უნდა თქვათ, თუკი ურთიერთობების გამოსწორება გსურთ“ - ფსიქოლოგი ჰარვარდიდან

ყველა ურთიერთობას აქვს თავისი სირთულეები, მაგრამ მთავარია, როგორ შეეცდებით ამ ეტაპის გადალახვას. დოქტორი კორტნი . უორენი, რომელმაც განათლება ჰარვარდში მიიღო, მიიჩნევს, რომ ყველაზე ბედნიერი წყვილები არ გაურბიან კონფლიქტს - ისინი საუბრით ახერხებენ პრობლემების გადაჭრას.


სამწუხაროდ, მე მინახავს ბევრი ქორწინება, რომელიც მხოლოდ ცუდი კომუნიკაციის გამო დასრულდა“.

თითოეული სიტყვა, რომელსაც ყოველდღიურად ეუბნებით თქვენს პარტნიორს, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გგონიათ. სწორედ ამიტომ, დოქტორი უორენი გვთავაზობს 9 ფრაზას, რომელთა გაგებაცა და წარმოთქმაც, ურთიერთობების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
  1. მე ვაფასებ შენს ძალისხმევას.

ძალიან ადვილია, რომ ზედმეტად ფოკუსირდეთ ისეთ საკითხებზე, რაც არ მოგწონთ პარტნიორში და ყოველი შანსის შემთხვევაში მიუთითოთ ნაკლოვანებაზე. მაგრამ თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ მნიშვნელოვანია მათი კარგი ქმედებების ხაზგასმა. ბედნიერი წყვილები, მადლიერებას ყოველვთის გამოხატავენ - მადლობა, რომ დილით ბავშვები სკოლაში წაიყვანე, ძალიან მჭირდებოდა გამოძინება“.  
  1. მომწონხარ.

ყველაზე ბედნიერ წყვილებს, არა მხოლოდ  უყვართ ერთმანეთი, არამედ მოსწონთ კიდეც. ვიღაცის შეყვარება არის, მიზიდულობის ძლიერი გრძნობა; ხოლო მოწონება არის ადამიანის პიროვნული თვისებებისა თუ ქცევების დანახვა და აღიარება.
  1. დამეხმარე ამის უკეთ გაგებაში.

თითოეული ადამიანი განსხვავებულ გარემოში აღიზარდა. არავინ იცის, რა არის ის საკითხი, სადაც პარტნიორი განსაკუთრებით დაუცველია და მძაფრად რეაგირებს. პრობლემას ის ართულებს, რომ ზრდასრულ ასაკში, ყველა ადამიანს გააჩნია მკაფიო ღირებულებები და რწმენები, ამიტომ კამათი, ყველაზე მარტივი გამოსავალია.

თუ თქვენი პარტნიორი რეაგირებს სიტუაციაზე ისე, რომ თქვენ არ გესმით ამის მიზეზი, უთხარით, რომ გსურთ უკეთ გაიგოთ ამ რეაქციის მიზეზები - არ ვიცი, შეშფოთდი ასე. გთხოვთ დამეხმარო გავიგო შენი.
  1. გისმენ.

ურთიერთობებში უთანხმოება გარდაუვალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს აქტიურად მოუსმინოთ.

თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ შესაძლოა „მართალი“ არ აღმოჩნდეთ, ან თქვენი აზრი ბოლომდე ვერ გაიტანოთ. ასევე, უნდა იყოთ მზად, რომ თანაგრძნობით მოუსმინოთ თქვენს პარტნიორს.
  1. ბოდიში.

როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილია, ჯანმრთელმა წყვილებმა იციან, რომ ორივე პარტნიორი დამნაშავეა. ამ კონფლიქტებში ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება - და გულწრფელი ბოდიშის მოხდა - გადამწყვეტია განხეთქილების გამოსასწორებლად.
  1. მე გაპატიებ. შენ შეგიძლია მაპატიო?

პატიება რთულია. ის მოითხოვს იყოთ დაუცველი, გაუშვათ ის, რაც ტკივილს გაყენებთ და შეცვალოთ გრძნობები პარტნიორის მიმართ. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილები, რომლებსაც პატიება შეუძლიათ, უფრო ხანგრძლივ და ბედნიერ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
  1. მე შენ ერთგული ვარ.

ურთიერთობაში ყოფნა არჩევანია. თქვენი პარტნიორის დარწმუნება, რომ თქვენ კვლავ ირჩევთ მათთან ყოფნას და გამოწვევების გადალახვას, დაგეხმარებათ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდის შექმნაში.
  1. მოდი გავერთოთ!

თუ დაძაბულ მომენტებშიც კი, იუმორის შენარჩუნება შეგიძლიათ, თქვენი ურთიერთობა შეიძლება იმაზე ძლიერია, ვიდრე ფიქრობთ.

ყველაზე ბედნიერი წყვილები, სულელური ხუმრობების და ქცევების საშუალებით ახერხებენ დაძაბულობის მოხსნას და განწყობის შეცვლას.
  1. მიყვარხარ.

ეს ისეთი ცხადია, მაგრამ ყოველთვის ღირს შეხსენება. ერთმანეთის მიმართ რომანტიკული სიყვარულის სიტყვიერად გამოხატვა აცოცხლებს და აძლიერებს ურთიერთობას.