LIFE

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

სერიალები თანდათან სატელევიზიო სივრცეს იპყრობს. თუ ადრე, ისინი დიასახლისების ერთადერთ გასართობ საშუალებას წარმოადგენდა, დღესდღეობით სერიალმა ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა და საერთაშორისო აღიარებაც ჰპოვა, როგორც ხარისხიანმა ტელე პროდუქტმა. 

მოსაზრებებიც კი არსებობდა, რომ სერიალი სულ მალე კარგ კინოს ჩაანაცვლებდა. ეს იქით იყოს და მართლაც ძალან ბევრმა, მაღალანაზღაურებადმა და მსოფლიოს აღიარებულმა ვარსკვლავმა, დიდი კინემატოგრაფიიდან სერიალებში გადაინაცვლა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მსახიობი, მიუხედავად ბევრ ფილმში მონაწილეობისა, პოპულარული და აღიარებული, როგორც კარგი მსახიობი, სწორედ სერიალების მეშვეობით გახდა. 

სწორედ ამიტომ, TREND.-მა გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ იმ სერიალების ჩამონათვალი, რომლებიც აქცენტს ქალბატონებზე აკეთებს და ქალური ამბების თხრობით გამოირჩევა, სერიალები, რომელთა მთავარი გმირებიც ქალბატონები არიან. ქალბატონები, რომლებიც არიან, დიასახლისები, ახალგაზრდები, ექიმები, მატყუარები, გულგატეხილები, ახლები, ძლიერები... გთავაზობთ იმ სერიალების ჩამონათვალს, რომლებმაც შექმნეს ისეთი პერსონაჟები, რომლებთანაც ყველას გვაქვს საერთო და რომ არა ისინი, წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება, როგორი იქნებოდა სატელევიზიო სივრცე. 

1. სექსი დიდ ქალაქში

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

ყველასთვის საყვარელი სექსი დიდ ქალაქში ჩვენი ჩამონათვალის ღირსეულ პირველ ადგილს იკავებს. იგი რეჟისორის, დარენ სტარის მიერ შეიქნმა, რომელიც HBO-მ გადაიღო. სერიალი 1998 წელს გავიდა ტელეეკრანებზე, მას 2004 წლამდე იღებდნენ. სერიალი მოიცავს ექვს სეზონს, რომელიც ოთხი შესანიშნავი ქალბატონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ოთხივე ერთმანეთისგან განსხვავებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ცხოვრების მიმართ, ოთხივე წარმატებული, სექსუალური და აქტიური ცხოვრებით მცხოვრები ქალბატონია. სერიალის გადაღება ნიუ იორკში მიმდინარეობდა და იგი მთლიანად ეყრდნობა ქენდის ბუშნელის 1997 წლის წიგნის სიუჟეტს "სექსი დიდ ქალაქში". 

2. მეგობრები

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

1994 წლის 22 სექტემბერს NBC-ის ეთერში, დევიდ ქრეინისა და მარტა კაუფმანის ერთობლივი ნამუშევარი, სერიალი "მეგობრები" გავიდა. სერიალი 2004 წლის 6 მაისამდე გრძელდებოდა და მან 10 სეზონი მოიცვა. სერიალი 2000-იანი წლების ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პროდუქტად ითვლება და იგი გვიამბობს ექვსი მეგობრის ისტორიას, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ. სერიალის გადაღება კალიფორნიაში, ვორნერ ბროს. სტუდიაში მიმდინარეობდა. სერიალს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც თავის ჟანრში, ასევე საუკეთესო სცენარის მქონე პროდუქტშიც. მის ბოლო სერიას, 52.5 მილიონი მხოლოდ ამერიკელი მაყურებელი ჰყავდა და უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ძალიან პოპულარულია.

3. სასოწარკვეთილი დიასახლისები 

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

ეს ამერიკული სერიალი, კომედიურ, მისტიკურ და დრამის ჟნრს განეკუთვნება, რომლის შემქმნელიც მარკ ჩერია, ხოლო გადაღებით იგი ABC-იმ გადაიღო. სერიალის გადაღებები 2004 წლის 3 ოქტომბრიდან 2012 წლის 13 მაისამდე გრძელდებოდა და რვა სეზონი მოიცვა. სერიალი მეგობარ ქალბატონებზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგ, მიზეზების გამოძიებას იწყებენ. თავად მერის, ერთ-ერთი მეგობრის კისკვილმა კი ამერიკის იმ ქალაქში, რომელშიც ცხოვრობენ, არსებულ საიდუმლოებებს ახადა ფარდა. სერიალი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ ითვლება და უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული. 

4. გრეის ანატომია

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

გრეის ანატომია ამერიკული სამედიცინო დრამაა, რომლის შემქმნელიც შონდა რაიმსია. მისი გადაღებები 2005 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. იგი მოგვითხრობს ექიმების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომელიც სირთულეებითაა სავსე. მოგვითხრობს იმ პერსონაჟებზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ სიკვდილს გამოგლიჯონ პაციენტები ხელიდან. სერიალი საკმაოდ ემოციურია, მისი სასიყვარულო ლაბირინთებისა და ძალიან გულწრფელი, ადამიანური ემოციებისა და გრძნობების წყალობით. გრეის ანატომია, ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ დრამად მიიჩნევა და დღემდე ძალიან ბევრი მასზე შეყვარებული მაყურებლის გულშემატკივრობით სარგებლობს. 

5. ახლა შავი სტაფილოსფერია

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

სერიალს გამოსვლისთანავე დიდი ხმაური მოყვა. მისი პირველი სეზონი 2013 წელს ჩაეშვა Netflix-ზე და ამჯერად, სერიალის მხოლოდ 4 სეზონია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ მან მაყურებლის იმდენად დიდი სიყვარული დაიმსახურა, რომ გადაღებები, მე-5, მე-6 და მე-7 სეზონებისთვის უკვე მიმდინარეობს. სერიალი ქალთა ციხის ამბებს მოგვითხრობს. უფრო კონკრეტულად კი პაიპერ ჩეპმენის - კონეკტიკუტის ჩვეულებრივი მაცხოვრებლის ისტორიით იწყება, რომელიც მიგვიძღვის ქალთა ციხეში. პაიპერი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი წარმატებული ცხოვრება და ყველა მისი წვრილმანი, დილის შხაპი, ლამაზი საუზმე, სექსი საქმროსთან, ციხეში 15 თვით ხვდება. სწორედ აქედან იწყება, ყველაზე სასაცილო, ემოციური, ზოგჯერ მძიმე ამბებიც კი. ერთი სიტყვით, ეს არის შესანიშნავი ისტორია განსხვავებულ ქალებზე, მათ შესაძლებლობებზე, უნარებზე, დაუნდობლობასა და ქალურობაზე. 

6. გოგოები 

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალები ქალებზე

HBO-ს მიერ გაკეთებული ამერიკული კომედია, რომლის პრემიერაც 2012 წლის 15 აპრილს განხორციელდა. "გოგოების" შემქმნელი ლენა დუნჰამია და ეს კომედიური დრამა 4 ახალგაზრდა გოგოს ნიუ იორკული ცხოვრების შესახებ გვიყვება. HBO დღესაც აგრძელებს სერიალის გადაღების პროცესს. ეს არის შესანიშნავი ისტორია ოთხი განსხვავებული გოგონას შესახებ, რომლებსაც საინტერესო ცხოვრება, განსხვავებული ინტერესები, სასაცილო თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები აერთიანებთ. 



Trend.ge