ჯანმრთელობა

ვაგინალური ჯანმრთელობა - ქალური ჯანმრთელობის 9 ოქროს წესი

ვაგინალური ჯანმრთელობა - ქალური ჯანმრთელობის 9 ოქროს წესი

მენოპაუზის საშუალო ასაკი ქალებში 50 წელია, ხოლო ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელი. ქალები სიცოცხლის მესამედს ქალური ჰორმონის ესტროგენს დეფიციტში ატარებენ. ვულვოვაგინიტი არის დიაგნოზი, რომელიც თანამედროვე გინეკოლოგიაში ძალიან ხშირად ისმება.


„ეს გამონადენი ვერ მოვიშორე“, თუ კი ეს წინადადება ერთხელ მაინც გამოგიყენებია, სჯობს საუკეთესო გინეკოლოგი მოძებნო, რადგან მოუშორებელი გამონადენი  შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მენოპაუზასა და მის შემდგომ მიმდინარეობასთან.

ვაგინალური ჯანმრთელობა კომპლექსური ცნებაა და ხუთ კომპონენტს აერთიანებს: ვაგინალური ელასტიკურობა, ვაგინალური სეკრეცია, pH, ეპითელიუმის ლორწოვანი გარსი, ვაგინალური ჰიდრატაცია.

2014 წლიდან წამყვან ამერიკულ კლინიკებში,  ვაგინიტის დიაგნოზი გადაკლასიფიცირდა მენოპაუზის გენიტოურინარული სინდრომის (GSM) ახალი ტერმინოლოგიით.

ეს ახალი განმარტება ეხება ესტროგენისა და სხვა სექსუალური სტეროიდების შემცირებასთან დაკავშირებული სიმპტომებისა და ნიშნების ერთობლიობას გულისხმობს და მოიცავს მცირე ლაბიის, კლიტორის, ვულვის ვესტიბიულის, საშოს, ურეთრის და შარდის ბუშტის ცვლილებებს.

როგორც ვნახეთ, სამედიცინო ენით, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებულიგთავაზობთ რამდენიმე ქალური ჰიგიენისთვის აუცილებელ ხრიკს, იმისთვისრომ დიდხანს შევინარჩუნოთ ვაგინალური ჯანმრთელობა.
  1. გამოვიყენოთ ბამბის მატერიისგან დამზადებული საცვლები, რადგან ის,  ჩვენს კანს და ვაგინალურ ფლორას სუნთქვის საშუალებას აძლევს, რაც თავიდან გვაშორებს ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს.
     
  2. ვეცადოთ ყოველი მოშარდვის შემდეგ თბილი წყლით დავიბანოთ საშო და კლიტორის მიდამო. კვირაში ერთხელ, გვირილის ნაყენის აბაზანაც კარგია ვაგინალური მიდამოსთვის. (თუკი გვირილაზე არ ხართ ალერგიული).
     
  3. არ გამოვიყენოთ კეთილსურნელოვანი დასაბანი გელები და საპნები, რადგან არაბუნებრივი ქიმიური დანამატები ჩვენი საშოს ბაქტერიების ბალანსს არღვევს, რაც თავის მხრივ, იწვევს ალერგიულ რეაქციას და გაღიზიანებას.
     
  4. ქავილის შემთხვევაში, პირველადი დახმარება ანტიჰისტამინური საშუალებაა. ხშირად ჩვენი საშოს ლორწოვანი ალერგიულ რეაქციას ქავილით გამოხატავს, რაც შეიძლება კანდიდოზში აგვერიოს. თუ არ არის გამონადენი და უბრალოდ ქავილია, ეს ალერგიაა თუ ქავილი არის გამონადენთან და უსიამოვნო სუნთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა ჩავიტაროთ ნაცხის ბაქტერიული კვლევა.
     
  5. საშოს ზედაპირი და გარსი უნდა იყოს ვარდისფერი, თუ კი შეწითლებულია, იქ სავარაუდოდ ანთებაა და უნდა მივმართოთ ექიმს.
     
  6. სექსუალური კავშირის დროს გამოვიყენოთ კონდომი, რაც დაგვიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან და ვირუსებისგან.
     
  7. მენსტრუალური ციკლის დროს გამოვიყენოთ ბამბის ზედაპირიანი საფენები, რათა ლორწოვანმა თავისუფლად ისუნთქოს.
     
  8. ყურადღება მივაქციოთ მენსტრუალური ციკლის რეგულარულობას.
     
  9. მოვერიდოთ ყოველდღიური საფენების გამოყენებას - ხშირად ისინი იწვევენ ალერგიულ რეაქციასა და ქავილს.