LIFE

3 ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი, რომელიც ამ ზაფხულს უნდა ნახოთ

3 ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი, რომელიც ამ ზაფხულს უნდა ნახოთ

 

  • ბარსელონა ჩვენი #1 არჩევანია




ბარსელონას ესპანეთის მეორე დედაქალაქიც კი შეიძლება ეწოდოს. კატალონიის ეს მომხიბლავი ქალაქი, ყველაზე მიმზიდველი, სწორედ ზაფხულის თვეშია. ამ საპორტო ქალაქში მრავალ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით. იქნება ეს არქიტექტურული ძეგლები, პარკები, ტაძრები, მუზეუმები თუ უბრალოდ ქუჩები. ქალაქი ცნობილია თავისი პლაჟებით - ხუთკილომეტრიან სანაპიროზე რვა მსოფლიოში გამორჩეული პლაჟია განთავსებული.



ლეგენდარული საგრადა ფამილია, გოტიკური კვარტლის ვიწრო ქუჩები, ბარსელონას საკათედრო ტაძარი, ტიბიდაბო, ესპანეთის მოედანი, გაუდის ცნობილი სახლები, პიკასოს მუზეუმი, პარკი გუელი, კატალონიის მოედანი და ულამაზესი მზის ჩასვლა პორტში - ეს ბარსელონას აუცილებლად სანახავი ადგილების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.





საქართველოდან ესპანეთში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, Wizz Air-ით გაფრინდებით. ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით, აგვისტოს თვეში, ბილეთის ფასი, დაახლოებით 258 ლარია, ბარსელონა-ქუთაისის რეისი კი, 255 ევრო, დაგიჯდებათ. ყველაზე მოთხოვნად სეზონზე, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით, ეს ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა!
  • #2 ადგილი კი, პარიზს ერგო



ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სიყვარულის ქალაქმა პირველი ადგილი არ დაიკავა, ესაა სეზონი. ზაფხულში ზღვა და ოქროსფერი სანაპირო ისაა, რაზეც ყველა ადამიანი ოცნებობს - პარიზში კი მას ვერ შეხვდებით. ესაა ქალაქი, რომელზეც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიფიქრიათ და ვფიქრობთ, ნამდვილად იმსახურებთ ამ დახვეწილი და განუმეორებელი ქალაქის სტუმრობას.



ნოტრ დამის ტაძარი, ლუვრის მუზეუმი, ტრიუმფალური თაღი, კონკორდის მოედანი, ორსეის მუზეუმი, შანზ-ელიზე, ტიულრის ბაღი, პარიზის ოპერა, მულენ რუჟი, საკრე-კერის ბაზილიკა, პარიზის მეტროპოლიტენი, ლუქსემბურგის ბაღი თუ ეიფელის კოშკი - რომელი ადგილი გხიბლავთ ყველაზე მეტად?



სიყვარულისა და სინათლის ქალაქში გაფრენას ქუთაისიდან გირჩევთ. ფასის ხელმისაწვდომობის გარანტიით. მაგალითად, აგვისტოს თვეში, Wizz Air, ქუთაისი-პარიზი, პარიზი-ქუთაისი, ორივე გზა, სულ რაღაც 648 ლარი დაგიჯდებათ. გინახავთ კი უფრო მიმზიდველი შეთავაზება?
  • პრაღამ #3 ადგილი დაიკავა!



ჩეხეთის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, ევროპის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. აქ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიან ადამიანები უნიკალური არქიტექტურის, კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად, ადგილობრივი სამზარეულოს გემრიელი კერძების გასასინჯად და სახელგანთქმული ლუდის დასალევად. პრაღა ისტორიული ოლქის, ბოჰემიის, ცენტრში მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში მას „ოქროს პრაღა“, „ქალაქ-მარგალიტი“, „ჩეხეთის მბრძანებელი“, "ქვის ოცნება“ და „ევროპის გული" ეწოდებოდა.



კარლოვის ხიდი, პრაღის გრადი, ნოვე მესტო, წმინდა ვიტას ტაძარი, მალა სტრანა, სტარომესტსკის მოედანი, ვიშეგრადი, ასტრონომიული საათი და პეტრშინის ბორცვი ის ადგილებია, რომლებიც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს!

ამ ზაფხულს, Wizz Air-თან ერთად, ოქროს პრაღის მონახულება განსაკუთრებით ხელმისაწვდომია. ქუთაისი-პრაღის რეისზე ბილეთის შეძენას 309 ლარად შეძლებთ, პრაღა-ქუთაისის ბილეთი კი, სულ რაღაც 197 ლარი დაგიჯდებათ. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ!

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!