LIFE
7 წესი, რომელიც პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსებაში დაგეხმარებათ
- 10.06.2023
თუ ცდილობთ, რომ პირადული და პროფესიული ცხოვრება დააბალანსოთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის.
- პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ბალანსი მუდმივი არ არის და ის შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს. პრიორიტეტების განაწილება პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, ნორმალური პროცესია. ბუნებრივია, თუ ერთ დღეს, მთავარ თემად კარიერას აირჩევთ, მეორე დღეს კი - პირად ცხოვრებას. ამ პროცესში, რუტინის ცვლილება არათუ ნორმალური, არამედ აუცილებელიც კია.
- დააწესეთ მკაფიო საზღვრები. აუცილებელია, რომ პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის, აშკარა საზღვარი გაავლოთ. შეეცადოთ, არასამუშაო საათებში არ შეამოწმოთ სამსახურებრივი წერილები. ზუსტად განსაზღვრეთ, როდის მუშაობთ და როდის არა.
- ამ პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიტუალებს. მაგალითად, აუცილებლად გამოიცვალეთ ტანსაცმელი, როდესაც თქვენი სივრცე იცვლება. მენტალური გადართვის პროცესში კი მედიტაცია, ან მსუბუქი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ.
- დაამყარეთ წესრიგი სამსახურში და ზედმეტად არ იმუშაოთ. იმუშავეთ ჭკვიანურად და შეასრულეთ კონკრეტული ამოცანები. რაც თქვენ არ გეხებათ, მაშინ ამაზე დროც არ უნდა დაკარგოთ. საჭიროების შემთხვევაში დაისვენეთ და არ დაისტრესოთ.
- შეინარჩუნეთ კარგი განწყობა ორივე სიტუაციაში. შეეცადეთ იყოთ კარგ ხასიათზე ორივე, პირადული და პროფესიულ ცხოვრებაში. როდესაც ერთ სივრცეში არ ხართ კომფორტულად, ან ცუდ ხასიათზე ხართ, ძალიან რთულია, რომ მეორე სივრცეში, ბედნიერი და მხიარული იყოთ.
- არ შეგეშინდეთ უარის თქმის. კიდევ ერთხელ - დააწესეთ საზღვრები ორივე სივრცეში. არ ცადოთ გაუმკლავდეთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ეს არ ნიშნავს, რომ სულ უარი უნდა თქვათ, მაგრამ დარწმუნდით, რომ თავს ზედმეტად არ იტვირთავთ.
- ყოველი დღე არ იქნება 50/50: იქნება დღეები, როდესაც მოგიწევთ იყოთ უფრო კონცენტრირებული პირადულ ან პროფესიულ სივრცეზე. ეს გადანაწილება კი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა მოხდეს.
და აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ ეს წესები ყველას იგივე შედეგს არ მიცემს. იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვენს სურვილებზე და საკუთარი მიზნების მიხედვით შეიმუშავეთ საკუთარი წესები.
თემები: