სილამაზე

როგორ გავირუჯოთ მზის გარეშე?

როგორ გავირუჯოთ მზის გარეშე?

ნამზეური, მოგვწონს ეს თუ არა, კანის ზედაპირის დაზიანების სინონიმია. მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ გარუჯული კანი ისაა, რაც ზაფხულს ყველაზე მეტად უხდება. გაინტერესებთ როგორ მიიღოთ რუჯი მზის გარეშე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

  1. ავტორუჯი

პირველ რიგში მოამზადეთ კანი - მიიღეთ აბაზანა და სკრების გამოყენებით მოიშორეთ მკვდარი უჯრედები. ამის შემდგომ, დაიტანეთ ავტორუჯი. შეეცადეთ შეარჩიოთ ორგანული მინარევებით დამზადებული და კეთილსურნელოვანი პროდუქტი. გამოგადგებათ ნებისმიერი ავტორუჯი, რომლის შეფუთვაზეც აღნიშნულია, რომ ის ბუნებრივი პროდუქტებითაა დამზადებული. დაიმახსოვრეთ, ლამაზი ფერის მიღება, ჯანმრთელი გზითაც შესაძლებელია!


 
  1. შეღებილი მშრალი ზეთი

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მეთოდი არ არის ისეთივე ხანგრძლივი და ეფექტური, როგორც ავტორუჯი. თუმცა ორგანული და სასიამოვნო ტექსტურის ზეთები, არ აღიზიანებს ყველაზე ალერგიულ კანსაც კი. თანაც, ასეთი პროდუქტების უმრავლესობა, მილიონობით მბზინავ ნაწილაკს შეიცავს, რაც კანს ოქროსფერი ნამზეურის ეფექტს ანიჭებს. მშრალი ზეთების შემადგენლობაში, როგორც წესი შეხვდებით რამდენიმე სახეობის სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს. შეღებილი მშრალი ზეთი განსაკუთრებით სასარგებლო არჩევანია.


 
  1. კაკაო და ნაღები
ეს ალბათ ყველაზე იაფი და ბუნებრივი გზაა ბუნებრივი რუჯის მისაღებად. სამზარეულოში მოიძიეთ კაკაოს ფხვნილი. დარწმუნდით, რომ ის 100% სუფთაა, შაქრის გარეშე - წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან წებოვანი დარჩებით! აიღეთ თასი და ჩაასხით სხეულის ბუნებრივი ლოსიონი, ზეთი ან ბალზამი. დაუმატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი სუფთა კაკაო და კარგად აურიეთ, სანამ ფხვნილი მთლიანად არ დაიშლება. როდესაც მიქსტურა ყავისფერ შეფერილობას მიიღებს, მასალა ჯერ ხელზე დატესტეთ -  რათა ნახოთ, მოგწონთ თუ არა მისი ფერი. როდესაც სასურველ შეფერილობას მიაღწევთ, გაინაწილეთ სახლში მასა მთელ სხეულზე.

აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და გაირუჯეთ კანის დაზიანების გარეშე. გაატარეთ ზაფხულ მბრწყინავი, ლამაზი შეფერილობით. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!