ჯანმრთელობა
რელაქს იოგას 4 პრაქტიკა, რომელიც ყველა ადამიანისთვისაა რეკომენდებული
- 09.08.2023
დასვენება და განტვირთვა ყველა ინდივიდისთვის სუბიექტური თემაა. ჩვენდა გასაკვირად, ზოგი ადამიანისთვის დასვენება სერიოზულ აქტივობასაც კი შეიძლება მოიცავდეს და პირიქით, ზოგისთვის დასვენება წამოწოლა, ტელევიზორთან მოკალათება, ან თუნდაც ბუხართან ჩამოჯდომა, წიგნის კითხვა, ქსოვა, ქარგვა თუ ჭრა-კერვაა.
ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, იოგა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რაც გასაკვირი სულაც არ არის - ეს ხომ დასვენების და განტვირთვის საუკეთესო ფორმაა. ამისათვის კი სხვადასხვაგვარი იოგას პრაქტიკა არსებობს.
დღეს ჩვენ განვიხილავთ იოგას ერთ-ერთ მიმდინარეობას, ე.წ. „რელაქს იოგას“. ცხადია, თითოეული ინდივიდისთვის, იოგას პრაქტიკაც ინდივიდუალურია, თუმცა ეს მიმდინარეობები, ყველა ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები და რეკომენდებულია. მაშ ასე დავიწყოთ:
-
„აღდგენითი იოგა“
ყველაზე ცნობილი დამამშვიდებელი ტიპის იოგას პრაქტიკა, ალბათ „აღდგენითი იოგაა“. იოგას ეს ნელი, ნაზი და ფრთხილი ფორმა თქვენს სხეულსა და გონებას დასვენებისა და დამშვიდების საშუალებას აძლევს. დაჭიმულ პოზიციაში ყოფნა, ყოველგვარი სიმძიმის გარეშე გარეშე, მხოლოდ საკუთარი წონის გადანაწილებით, საბოლოო ჯამში ადუნებს. ეს პოზები გულისხმობს, რომ კუნთების დასაჭერად სულაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რაც საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაღწიოთ დამშვიდებულ მდგომარეობას და ისიამოვნოთ იოგას სამკურნალო შედეგებით. „აღდგენითი იოგა“ იდეალურია ქრონიკული სტრესის დროს - როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მდგომარეობის პრევენციისათვის.
-
„იინ იოგა“
-
„ვინიასას იოგა - ცხედრის პოზა“
იოგას ეს ტიპი იდეალურია გონების უკიდეგანო გადაღლის მოსახსნელად. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობის უნარი ადამიანს ნაკლებად აქვს, რადგან ჰგონია რომ დაიღალა. სინამდვილეში კი მისი გონებაა დაღლილი და სხეული არა, თუმცა თუ საკუთარ თავს ამ გამოწვევას გაუკეთებთ, აღმოაჩენთ, რომ ინტენსიური პოზები სხეულს ახალი ძალით აღავსებს. ასეთი მოძრაობისას გამოთავისუფლდება ენდორფინები და სეროტონინი, რითაც სიმშვიდის შეგრძნება დაისადგურებს თქვენში.
-
„იოგა ნიდრა - იოგას ძილი“
აირჩიეთ ზემოთჩამოთვლილიდან თქვენთვის კომფორტული და მეტად სასურველი იოგას ტიპი. გაიხადეთ პრიორიტეტად საკუთარი დასვენება და იცხოვრეთ მშვიდი, ბედნიერი ყოველდღიურობით.
თემები: რჩევები