LIFE

5 ყველაზე რომანტიკული ქალაქი ახალი წყვილისთვის

5 ყველაზე რომანტიკული ქალაქი ახალი წყვილისთვის

თუ თქვენი რომანტიკული ურთიერთობა ახლახან დაიწო და თავგადასავლების სიყვარული გაერთიანებთ, ამ სტატიაში გაგაცნობთ ქალაქებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ვნებიან ქალაქს.
 

1. ფლორენცია - იტალია




 ფლორენცია, ალბათ, ყველაზე რომანტიკული ადგილია მთელს მსოფლიოში. ტოსკანას მხარე უხვ და განსაცვიფრებელ პეიზაჟებსა თუ სანახაობებს გპირდებათ. ტოსკანაში მიღებული ემოციებით შეიძლება გადაიწვათ კიდეც, თუმცა ასეთი „გადაწვა“, ალბათ, ყველა წყვილისთვის საოცნებო დასვენებაა. ეს მხარე გამორჩეულია ყველაზე რომანტიკული ადგილებით, უგემრიელესი კერძებით, ვნებიანი ადგილობრივებითა და ღიმილიანი დახვედრით.

 2. ბელგია-ბრიუგე
 




 ევროპის, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული მიმართულება. ზღაპრული დასახლებები, რომლებიც თვალწარმტაცი არხებისა და ლამაზი ქვაფენილის ქუჩების გასწვრივ მდებარეობს. ჯადოსნური ქალაქი ცნობილია თავისი ხვეული არხებით, შუა საუკუნეების მომხიბვლელი არქიტექტურით, განსაცვიფრებლად გემრიელი საკვებით, ღამის ცხოვრებითა და უგემრიელესი შოკოლადის მაღაზიებით. ბრიუგე წელიწადის ნებისმიერ დროს თვალწარმტაცია. განსაკუთრებით კი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როდესაც საშობაო ბაზრები ჯერ ისევ ღიაა.

3. პარიზი-საფრანგეთი




 პარიზი, არამხოლოდ რომანტიკული თავგადასავლებისთვის, არამედ, ზოგადად მოგზაურობისთვის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. პარიზი  თაფლობის თვის დედაქალაქია და ცნობილია როგორც "სიყვარულის ქალაქი". თავისი ისტორიული არქიტექტურით, უგემრიელესი კერძებით,  გაცოცხლებული ხელოვნებით  და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით. ქალაქი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ, რათა დასვენება თქვენთვის ხელმისაწვდომი და კომფორტულიც იყოს. 

დაგეგმეთ  აქტივობები, როგორიცაა ლუქსემბურგის ბაღებში ხელიხელჩაკიდებული გასეირნება ან პიკნიკი Champ de Mars-ში ეიფელის კოშკის ხედით, საღამოს კრუიზი სენაზე ან თუნდაც მის სანაპიროზე მეთევზეებთან ერთად, სიმღერა ფრანგული აკორდეონის აკომპანემენტით. არ გამოგრჩეთ, ეიფელის კოშკის მწვერვალზე ასვლა და ვერსალის მდიდრული სასახლის მონახულება.

 4. ვენა-ავსტრია




 თუ თქვენ რომანტიკულ ევროპულ ქალაქურ დასვენებას ეძებთ, მაშინ ვენის დათვალიერებას ნუ შეჰყვებით, რადგან თავსა და გულს წაგართმევთ თავისი ულამაზესი არქიტექტურით, განსაცვიფრებელი პარკებითა და მსოფლიოში ცნობილი ოპერის თეატრებით. 

 ვენა იდეალური ადგილია წყვილებისთვის, რომლებსაც  თავიანთი სიყვარულის დღესასწაულად გადაქცევა სურთ.
 ვენის მოსანახულებლად საუკეთესო დრო გაზაფხული ან შემოდგომაა, როდესაც ხალხმრავლობა მინიმალურია და შეგიძლიათ მზიან დღეებს დაეწაფოთ ცელქი ნიავით. ვენის არქიტექტურა მართლაც განსაცვიფრებელია და რომანტიკულ ატმოსფეროს მატებს ქალაქს. ქალაქის ყველაზე თვალწარმტაცი  ადგილია ბელვედერის მუზეუმი, ჰოფბურგი, წმინდა პეტრეს ტაძარი და შონბრუნის სასახლე. ჩვენი რჩევაა, ეს სანახაობები ცხენითა და ეტლით მოიაროთ.

 5. კიოტო - იაპონია




ალუბლის ყვავილობა იაპონიაში ალბათ ყველა წყვილისთვის საოცნებო პეიზაჟია საცქერად. 
კიოტო- ქალაქი იაპონიაში, თავისი შთამბეჭდავი ტაძრებით ნირვანასთან დაგაახლოებთ. ულამაზესი ბაღებითა და ტრადიციული კულტურით, ის კიდევ უფრო ზღაპრული და ჯადოსნურია.
 ეს არის შეყვარებული წყვილების ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი მთელს მსოფლიოში. გაზაფხულზე კიოტოში მოგზაურობა შექმნის მოგონებებს, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ. 
მაშ ასე, ხელი ჩაჰკიდეთ ერთმანეთს, ჩვენ კი ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.