ძვირფასი ქვები ყოველთვის გადმოსცემდნენ მნიშვნელობას და შინაარსს.საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მთელი მსოფლიოდან მოიპოვებდნენ და მრავალი დანიშნულებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ფერის ძვირფას ქვებს, როგორც სამკურნალოდ, ასევე სამკაულად, სტატუსის მისათითებლად თუ სიმდიდრის აღსანიშნად.
თანამედროვეობაში სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ძვირფას ქვებს და მათი გაჩუქებით ერთმანეთს სადღესასწაულო განწყობას უქმნიან. დიდი მნიშვნელობა კი, სწორედ, ზოდიაქოს თვეების მიხედვით ენიჭება ამა თუ იმ ძვირფას ქვას.
თვალი გადავავლოთ, როგორი მახასიათებლები აქვთ აღნიშნულ ქვებს და რომელი მათგანი გვეკუთვნის ჩვენი ზოდიაქოს მიხედვით.
დაბადების ქვები და მათი მნიშვნელობა:
იანვარი - რწმენა, მარადისობა, სიმართლე (ვარდების კვარცი).
თებერვალი - იღბალი, მოწმე, ჯანმრთელობა (ამეთვისტო; ქარვა ამბერ ბეატა გრეგორჩიკი)
მარტი - ბედნიერება, გაგება (აკვამარინი ; ჯეიდი)
აპრილი - მარადისობა, გამბედაობა, ჯანმრთელობა (ბრილიანტი. გამჭვირვალე კვარცი)
მაისი - ერთგულება, სიკეთე, სიყვარული (ზურმუხტი; ქრიზოპრაზა)
ივნისი - მშვიდობა, კეთილშობილება, სილამაზე (მარგალიტი; მთვარის ქვა)
ივლისი - სიყვარული, ენთუზიაზმი, ძალა (რუბი კარნელიანი)
აგვისტო - წარმატება, მშვიდობა, სიყვარული (პერიდოტი; სპინელი)
სექტემბერი - სიმშვიდე, სიმართლე (საფირონი ; ლაპის ლაზული)
ოქტომბერი - სიწმინდე, იმედი, ჯანმრთელობა (ოპალი; ვარდისფერი ტურმალინი)
ნოემბერი - სიბრძნე, გამბედაობა, გულწრფელობა (ტოპაზი; ციტრინი)
დეკემბერი - სიყვარული, ბედნიერება, იღბალი (ტანზანიტი; ლურჯი ტოპაზი)
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები