LIFE

ნიშნები იმისა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე უიმედოდ ხართ

ნიშნები იმისა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე უიმედოდ ხართ

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ის თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობს. მას უსიცოცხლობა, სიცარიელე და აპათია იპყრობს.

ეს შინაგანი მდგომარეობა ყველა ადამიანში განსხვავებულად გამოიხატება, ზოგი განწყობის დაქვეითებას განიცდის, ზოგს გამუდმებით სდევს უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა, ზოგი მხოლოდ ძილში და განმარტოებაში ხედავს გამოსავალს.

ადამიანების აბსოლუტური უმეტესობა დეპრესიის თუ შფოთვის დროს უფუნქციო და უმოქმედოა. მოკლედ, ეს არის დრო, როცა სიცოცხლე უბრალოდ აღარ გახარებს.

მოდით, მოვისმინოთ რჩევები, როგორ და რა ხერხებით შეიძლება დავძლიოთ დეპრესია და დავიბრუნოთ სიცოცხლის ხალისი.
  1. მუდმივი შფოთვა

პირველი ნიშანი იმისა, რომ მომავლის იმედს კარგავთ არის ის, რომ თქვენ მუდმივად ღელავთ. შფოთვა და მოუსვენრობა არ ქრება და არ იცვლება. კერძოდ, თქვენ არ ზრუნავთ მომავალზე, არ იყენებთ თქვენს შესაძლებლობებს, არავის და არაფერს უყურებთ ოპტიმისტურად. ამ დროს აუცილებელია გახსოვდეთ და ხშირად შეახსენოთ თქვენს თავს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და შეიძლება ყველაფერი ძალიან მალე უკეთესობისკენ შეტრიალდეს.

როგორ გავაღვივოთ იმედის მარცვალი? - განავითარეთ ოპტიმიზმი, ნება მიეცით საკუთარ თავს განიხილოს თქვენი ცხოვრების დადებითი და ნეიტრალური შედეგები მაშინაც კი, თუ თქვენი გონება სავსეა მხოლოდ ნეგატიური სცენარით. სთხოვეთ სხვებს (თუკი ეს თქვენთვის რთულია) დაგეხმაროთ დადებითი სცენარის წარმოდგენაში. ყურადღება გაამახვილეთ პოზიტიურ ვარიანტებზე, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ რაც უნდა მოხდეს, ესეც გაივლის.
  1. თავიდან ყველაფერი ამაღელვებლად გამოყურება, შემდეგ კი მოსაწყენი ხდება.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ უიმედოდ ხართ, არის ის, რომ თქვენთვის საგნები ძალიან სწრაფად კარგავენ ბრწყინვალებას. თავდაპირველად შეიძლება ძალიან აღფრთოვანებული იყოთ რაღაცა ახლით, თითქოს ერთი წვრილმანი რამეც, ახლის და კარგის დასაწყისია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის შეცვლა, მაგრამ როგორც კი გავა რამდენიმე დღე და გაითავისებთ ამ სიახლეს, მალევე იგრძნობთ  დემოტივაციას. ეს ახალი და კარგი ხდება ძველი, მობეზრებული და რუტინული და უცებ ესეც აღარ გაინტერესებთ.



სიახლით აღფრთოვანება შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე ახალ ნივთს, აქტივობას და ურთიერთობასაც კი. იმედის დაკარგვის დროს ადამიანებს ჰგონიათ, მათი პრობლემა გარედან მოგვარდება, მაგრამ როცა ასე არ ხდება, სრული უიმედობა იპყრობთ. დაიმახსოვრეთ, არავინ არის ვალდებული თქვენს ნაცვლად იზრუნოს თქვენი პრობლემის მოგვარებაზე, ეს მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია.

რითი შეიძლება ამ დროს დაკავდეთ? შეეცადეთ ივარჯიშოთ, დიდი დრო დაუთმეთ თქვენთვის საყვარელ ნებისმიერ საქმეს, დაურეკეთ და ესაუბრეთ თქვენთვის ძვირფას და საინტერესო ადამიანს. შეეცადეთ იყოთ მასთან უშუალო და  გულწრფელი. მიიღეთ სიამოვნება ყველა აქტივობით, რომლითაც დაკავდებით.

რამდენადაც შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილეთ შეგრძნებებზე, გრძნობებზე, შინაგან იმპულსებზე, დაუგდეთ ყური თქვენსმე“-, იფიქრეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების დადებით და უარყოფით ასპექტებზე, გააანალიზეთ თქვენს ირგვლივ ბოლო დროს მოხდარი მოვლენები, იყავით მადლიერი იმით, რაც მოხდა. მადლიერება გულისხმობს ცხოვრებისეული სიკეთეების მკაფიოდ აღიარებას და ხელს უწყობს პოზიტიური ემოციების გაღვივება-შენარჩუნებას მაშინაც კი, როცა რაღაც რუტინული ხდება.
  1. თქვენ ცდილობთ ახალი ჩვევების გამომუშავებას, მაგრამ ვერ ახერხებთ

თქვენ შეიძლება განადგურდეთ შფოთვისგან, უიმედობისგან; ჩავარდეთ სრულ სასოწარკვეთაში და დაგტანჯოთ ფიქრებმა, რომ სამყარომ ზურგი შეგაქციათ. თქვენთვის უკიდურესად რთულია უკეთესი და ახალი ჩვევების გამომუშავება, სიცოცხლის ხალისის პოვნა და გზის გაგრძელება, რაც უპირობოდ გიხსნით და აგიხელთ თვალს უკეთესი მომავლისკენ.

რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? როგორ უნდა ეძებოთ გამოსავალი? პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ფსიქიკურ ჯანმრთელობას, არ აიძულოთ საკუთარი თავი გააკეთოთ ის, რაც რაც არ გინდათ, არ განიჭებთ სიამოვნებას. ორიენტირდით კარგი ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რაც თქვენს ცხოვრებას პოზიტიურად შეცვლის, ეს იქნება  ვარჯიში, კარგი და ჯანსაღი კვება თუ ძილი, ბუნებაში გასეირნება, განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმეთ ძილს, ეს უკანასკნელი გააუმჯობესებს თქვენ მდგომარეობას და დაგიბრუნებთ სიცოცხლის წყურვილს.
  1. თქვენ შეწყვიტე თქვენი მოვალეობების შესრულებას

იმედის დაკარგვის ნიშანი არის ის, რომ თქვენ გულზე ხელებს დაიკრეფთ და უბრალოდ შეწყვეტთ საქმის კეთებას, მოქმედებას. თქვენ ფიზიკურად არ შეგიძლიათ, ან არ გაქვთ მოტივაცია, ჩაერთოთ რაიმე საქმეში, არ ცდილობთ იმუშაოთ ურთიერთობებზე და ა. აშ. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან უაზროდ მოგეჩვენოთ და თანდათან შეწყვიტოთ  ყველაფრის კეთება.

თუ თქვენ ამ ეტაპამდე მიხვედით, ამას აუცილებლად იგრძნობთ. ამ დროს კი სწრაფად და დაუყოვნებლივ ითხოვეთ დახმარება თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, იქნება ეს რჩევა თუ სხვა რამ, რამაც შეიძლება დაგიბრუნოთ ცხოვრების ხალისი და იმედი. ნუ დაელოდებით რომ ვინმე მოვა და დახმარების ხელს გამოგიწვდით, პირიქით, ეს თქვენ უნდა მიხვიდეთ სხვასთან და შეეცადოთ როგორმე გააღწიოთ თავი ჩაკეტილ სივრცეს, როგორმე რეალიზდეთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.