LIFE
კვლევების მიხედვით ცნობილი ხდება, თუ რატომ ვგრძნობთ მყისიერ მიზიდულობას ზოგიერთი ადამიანის მიმართ
- 27.08.2023
ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ ინტიმურ სურვილზე. ამის მიზეზი ის არის, რომ ინტიმური ურთიერთობის სურვილი ბევრი ჩვენგანისთვის ფუნდამენტურია. საკითხთან დაკავშირებული კონცეფცია არის მიზიდულობა. მიზიდულობაში საინტერესო ის არის, რომ ის ხშირად იდუმალი და ძნელად დასადგენია. თქვენ იცით, როდის განიცდით, მაგრამ ყოველთვის არ იცით, თუ რატომ განიცდით მას.რა თქმა უნდა, თქვენთვის ნაცნობია მოულოდნელი აღტაცების განცდა, რომელსაც კონკრეტული ადამიანის დანახვისთანავე გრძნობთ. ზოგჯერ, პირველი შეხვედრისას. მაგალითად, როდესაც ქალაქში სეირნობთ და რომელიღაც ადამიანი, მყისიერად იქცევს თქვენს ყურადღებას, თითქოს, მაგნიტივით გიზიდავთ.
კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ ადამიანთან შეხვედრიდან ერთ წამზე ნაკლებია საჭირო, რათა გადავწყვიტოთ, რამდენად მოგვწონს ეს ადამიანი და ვიზიდავთ თუ არა.
ცხადია, ეს ძალიან მცირე დროა, მაგრამ მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ეს ეხება საწყის გრძნობას. რამდენად მოგვწონს ვინმე და რამდენად გვიზიდავს ადამიანი, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი ადამიანისთვის მიმზიდველობა წლების მეგობრობის შემდეგ ჩნდება. ზოგიერთისთვის კი, წამებში ქრება.
როდესაც საქმე ეხება იმ მყისიერ მიზიდულობას, რომელიც ბევრ ჩვენგანს გამოუცდია, ჩვენ მას ჩვეულებრივ მივაწერთ იმას, რაც ვიცით, მაგალითად, როგორ გამოიყურება ადამიანი. ჩვენთვის უჩვეულო არ არის „ტიპის“ არსებობა და სწორედ ეს განსაზღვრავს მიზიდულობის პირველ რყევას. მაგრამ სინამდვილეში, გარეგნობის გარდა, მრავალი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელიც განაპირობებს მიზიდულობის ხარისხს.
მკვლევარი ჯასტინ ლეჰმლერი, ავტორი წიგნისა „ადამიანის სექსუალობის ფსიქოლოგია“, გვთავაზობს 7 ძირითად ფაქტორს, თუ რატომ გვიზიდავენ ადამიანები.
-
სიახლოვე
-
მსგავსება
-
ფიზიკური აღგზნება
-
განწყობა
-
დეფიციტი
-
ვიზუალი
დამატებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობის დასაწყისში, ვიდრე რომანტიკულ ურთიერთობაში.
-
ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები
თემები: სიყვარული, წყვილი, მიზიდულობის ფსიქოლოგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია