ყოველთვის, ყველაფერზე მეტად, დროის სიმცირე გვაწუხებს. არასოდეს გვცალია, სამსახურში წასვლამდე სილამაზის სალონში შევიაროთ და ვარცხნილობა მოვიწესრიგოთ. დროის სიმცირის გამო, არც მოუწესრიგებლად სახლიდან გასვლაა კარგი იდეა. ამიტომ, საჭიროა, ვიცოდეთ იმ მარტივი ვარცხნილობების შესახებ, რომლებიც ძალიან ლამაზი და ამავდროულად, მოდურია.
TREND. გთავაზობთ იმ ვარცხნილობების ჩამონათვალს, რომელთა გაკეთებასაც ძალიან ცოტა დრო სჭირდება. თუმცა, ამის მუხედავად, საკმაოდ ელეგანტური და დახვეწილია:
1. ნაწნავი გვერდზე
გაიკეთეთ სამიანი ნაწნავი ერთ მხარეს. ეს არის ვარცხნილობის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ვარიანტი. ამასთან, საკმაოდ ქალური და ტრენდულია!
2. ორი "კოსა"
ერთის ნაცვლად გაიკეთეთ ორი "კოსა". ეს ძალიან ახალგაზრდული, ამასთან, მოდური ვარიანტია, რომლის გაკეთებაც, ძალიან მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.
3. არეული "კოსა"
ზედმიწევნის დავარცხნილი და მოწესრიგებული ვარცხნილობები, დიდი ხანია ტრენდული აღარ არის. შესაბამისად, თუ თმის აწევას და "კოსის" გაკეთებას გადაწყვეტთ, ეცადეთ აბურდული და მოშვებული ვარიანტი სცადოთ. ეს სწრაფი და ეფექტური გზაა თქვენი ვარცხნილობის გასაკეთებლად.
4. "კუდი" აქსესუარით
რა სეიძლება იყოს ამაზე მარტივი? შეიკარით "კუდი", ეცადეთ მოშვებული ვარცხნილობა გამოგივიდეთ და გაიკეთეთ მასზე ბაფთა ან სხვა აქსესუარი. ეს თქვენი ვარცხნილობის, საკმაოდ ნაზი და ქალური გადაწყვეტაა.
5. "თევზის" ნაწნავი
ნაწნავთა შორის, ე.წ. თევზის ნაწნავი ყველაზე ლამაზია და რაც მთავარია, მისი გაკეთება შეგიძლიათ, როგორც ერთი ნაწნავის ან გვერდული ნაწნავის სახით, ასევე ნახევრად გაშლილ თმაზეც. ეს ვარიანტი განსხვავებული, ლამაზი და მარტივია.
სცადეთ თქვენც, მიჰყევით ჩვენს რჩევებს და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები!
თემები: თმა, თმის მოვლა, თავის მოვლა, სტილი, ვარცხნილობა, რჩევები ქალებს, ტრენდი, რჩევები, ტრენდული ვარცხნილობა