LIFE

რომელია სიყვარულის 7 ტიპი, რომელთაგან მეშვიდეს ძალიან ცოტა ადამიანი განიცდის?

რომელია სიყვარულის 7 ტიპი, რომელთაგან მეშვიდეს ძალიან ცოტა ადამიანი განიცდის?

რა არის სიყვარული? ფსიქოლოგები და მეცნიერები წლებია ამ კითხვაზე მუშაობენ. 1980-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რობერტ შტერნბერგმა შეიმუშავა სიყვარულის სამნაწილიანი თეორია, რომელიც მოიცავს ემოციურ-ინტიმურ ურთიერთობას, ვნებას და ვალდებულებას. მისი თქმით, სწორედ ეს სამი კომპონენტი ქმნის სიყვარულის მშვენიერ განცდას. მოგვიანებით შტერნბერგმა თავისი თეორიის წყალობით გამოავლინა სიყვარულის 7 ტიპი, რომელზეც ახლა მოგიყვებით:

  1. შეყვარება



ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, მაგრამ მაინც გრძნობენ ურთიერთმიზიდულობას. ასეთ ურთიერთობაში, ორ ადამიანს ხშირად არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა იმაზე, აქვთ თუ არა რაიმე საერთო, მაგრამ მაინც ერთად რჩებიან. ფსიქოლოგის აზრით, ეს გატაცება დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო სრულყოფილი გახდეს, ან სულაც კრახით დასრულდეს.

2. მოწონება



ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავი. ამ ტიპის სიყვარულში ადამიანებს ჩვეულებრივ აერთიანებთ საერთო ინტერესები, შეხედულებები ცხოვრებაზე. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი სიახლოვე ვნებისა და ვალდებულების გარეშე უფრო მეგობრობას გააღვივებს, ვიდრე სიყვარულს.

3. „ცარიელი“ სიყვარული



წყვილებს, რომლებიც განიცდიან ამ ტიპის სიყვარულს, აქვთ მხოლოდ ვალდებულება ინტიმურობისა და ვნების გარეშე. ზოგჯერ ამ ტიპის ურთიერთობა ჩნდება დიდი, მხურვალე სიყვარულის შემდეგ, ზოგჯერ კი პირიქით: ადამიანები, რომლებიც განიცდიან „ცარიელ“ სიყვარულს, შეუძლიათ შეიცვალონ და ნელ-ნელა სიყვარულს ვნება შემატონ.

4. უაზრო სიყვარული



ამ ტიპის სიყვარული გულისხმობს ვალდებულებას და ვნებას. ეს არის სიყვარული, როცა წყვილი იზიდავს ერთმანეთს, მზად არიან გადაიხადონ მდიდრული ქორწილი, შეთანხმებულად და თანაბრად გაიყონ ოჯახური მოვალეობებიც, მაგრამ არ აქვთ ნამდვილი ინტიმური ურთიერთობა. ასეთ წყვილებს შეუძლიათ დიდხანს იცხოვრონ ერთად, მაგრამ არ იყვნენ ბედნიერები. ისინი პარტნიორს მეგობრად არ აღიქვამენ და ასეთი სიყვარული უაზროა.

5. რომანტიკული სიყვარული



რომანტიკული სიყვარული მოიცავს ვნებას და ინტიმურ ურთიერთობას. წყვილი თავს კომფორტულად გრძნობს ერთმანეთის გვერდით, მაგრამ ისინი არ არიან მზად სერიოზული ვალდებულებების ასაღებად. ამ ტიპის ურთიერთობები ხშირად არ აღწევს თანაცხოვრებას ან ქორწინებას.

6. კომპანიონი



თანამგზავრული სიყვარული შედგება ვალდებულებისა და ინტიმური ურთიერთობისგან. ასეთი ურთიერთობები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრობა. პარტნიორებს შორის არის ნამდვილი მიჯაჭვულობა. თუმცა ამ ტიპის სიყვარულს ვნება აკლია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას ხანგრძლივი ურთიერთობის ან ქორწინების შემდეგ.

7. სრული სიყვარული



ეს სიყვარული სამივე კომპონენტს მოიცავს: ვნებას, ემოციურ სიახლოვეს და ვალდებულებას. ამ ტიპის ურთიერთობას იშვიათად ნახავთ, მაგრამ თუ ადამიანები ახერხებენ ასეთ სასიყვარულო ურთიერთობას, მაშინ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი. ასეთი წყვილები დიდხანს და ტკბილად ცხოვრობენ ერთად.

სიყვარულის ასეთი კლასიფიკაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა ურთიერთობაში ხართ ახლა, რომელი კუთხით გაქვთ მეტი სამუშაო და როგორ მივაღწიოთ სრულ სიყვარულს.