LIFE

PayBox გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს: გამოიყენე დრო, დააგროვე ბილეთები და გახდი 4 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი

PayBox გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს: გამოიყენე დრო, დააგროვე ბილეთები და გახდი 4 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი

PayBox მასშტაბურ გათამაშებას იწყებს და, ამასთან ერთად, სეზონის განწყობას ქმნის. ალბათ, ხშირად შეხვდებოდი გათამაშებებს და გაიფიქრე, რომ არ ხარ საკმარისად იღბლიანი ან უბრალოდ არ ღირს მონაწილეობის მიღება დიდი კონკურენციის გამო. შეიძლება, დაგეზარა ინსტრუქციას მიჰყოლოდი ან უბრალოდ ხელი ჩაიქნიე.

მოკლედ, ეს ეგეთი გათამაშება არ არის და აღარც შენ ხარ ის ადამიანი. ინსტრუქციაც მარტივია და შანსებიც დიდია. გინდა მოიგო 10000 ლარი? იქნებ 30000 ლარი გირჩევნია? 

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 31 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლია, რაც საკმარის დროს გაძლევს, რომ ენერგიები, ფიქრები და აქტივობები გამარჯვებისკენ მიმართო. 

თუ დაინტერესდი, გაგაცნობ ინსტრუქციას: 

Როგორ მიიღო მონაწილეობა?

  • მიდიხარ PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალთან;
  • ქმნი პირად "კაბინეტს" და ამატებ მობილურის ნომერს(დარეგისტრირებისას საჩუქრად 10 ბილეთს მიიღებ).

Როგორ დააგროვო ბილეთები?

  • პირადი "კაბინეტი"-დან ნებისმიერი სერვისის ყოველი 10 ლარის გადახდაზე მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს;
  • ბილეთებს არ მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებიც გადახდას "კაბინეტის" პროფილის მიღმა განახორციელებენ;
  • PayBox -ის კაბინეტში ავტორიზაციის შემდეგ, ყოველ 24 საათში მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს. კი, ეს იმას ნიშნავს, რომ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ყოველდღე მივიდეს PayBox -ის სწრაფი გადახდის ტერმინალთან, შევიდეს პირად კაბინეტში და ნებისმიერი სერვისის გადახდის გარეშეც მიიღოს გათამაშების ბილეთი.

დეტალურ ინფორმაციას, გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ, მიიღებ მოცემულ ბმულზე.

წარმატებებს გისურვებთ და გაგვიზიარეთ კითხვები კომენტარებში!