არსებობს თუ არა დედობის "სწორი" ფორმულა? ამაზე გადაჭრით პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ქვემოთ გაეცნობით 5 ძირითად წესს, თუ როგორ გახდეთ კარგი დედა. ეს წესები კი გამიზნულია თქვენი წახალისებისთვის და იმისთვის, რომ შეგახსენოთ - თქვენ ნამდვილად კარგი დედა ხართ!
წესი #1: ყოველთვის გახსოვდეთ - თქვენ საკმარისი ხართ!
დედობა სასიხარულოა, თუმცა, ზოგჯერ ეს მართლაც რთულია. მთავარია გწამდეთ, რომ თქვენი შვილისთვის თქვენ საკმარისი ხარ! ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო თავდაუზოგავი, მეტად ორგანიზებული, მშვიდი ვერსიები საკუთარი თავისა, მაგრამ არ უნდა შევცვალოთ ის, რაც გვახასიათებს, რაც გვხდის გამორჩეულს. კარგი დედობა გულისხმობს შვილზე სწორად ზრუნვას, მაგრამ არამც და არამც საკუთარი თავის დაკარგვას. ეცადეთ, რასაც აკეთებთ საკუთარი შვილისთვის, იყოს ნამდვილადსაჭირო მისთვის!
წესი #2: გქონდეთ რეალისტური მოლოდინები
რეალისტური მოლოდინები აუცილებელია მშობლისთვის. თუ დედობის უნარს არარეალური მასშტაბით გაზომავთ, ვერასდროს იგრძნობთ თავს კარგ დედად.ახლახან გააჩინეთ ბავშვი და გაინტერესებთ, რატომ არ შეგიძლიათ სახლის საქმეების შესრულება? ვერ ხვდებით, რატომაა სახლი არეული მაშინ, როცა მთელი დღე ფუსფუსებდით? პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ თქვენ ზომავთ ბავშვის ქცევას და მის მართვის უნარს არარეალური მოლოდინებით. დააკვირდით ბავშვის მოთხოვნებს და შეიტყვეთ, რა არის საჭირო მისი სწორი განვითარებისთვის, რომ მას ასაკთან შესაბამისი ქცევა ჰქონდეს. 4-5 წლამდე ბავშვები სახლს ყოველთვის აგირევენ და ეს სრულიად ნორმალური ქცევაა.
წესი #3: იზრუნეთ საკუთარ თავზე
თქვენ ვერასდროს დააკმაყოფილებთ თქვენი შვილების საჭიროებებს, თუ არ აკმაყოფილებთ საკუთარ მოთხოვნილებებს. სჭირდება თუ არა დედობას მსხვერპლი? რა თქმა უნდა - დიახ! მაგრამ ეს ყოველთვის თქვენს ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მაშ, როგორ მიაღწიოთ გამძლეობას? პასუხი მარტივია - მოუარეთ თავს. თქვენ გჭირდებათ ყოველდღიური თავის მოვლა, უფრო მეტიც, ხანდახან "სრული შესვენება" - მიიღეთ ჯანსაღი საკვები, გადაივლეთ შხაპი, გაისეირნეთ ჰაერზე, ან თუნდაც გამოიყენეთ ორი დღე შვებულება და წადით მარტო დასასვენებლად.წესი #4: მშობლისა და ბავშვის ჯანსაღი მიჯაჭვულობა
დედობა ადვილი არ არის, მაგრამ ჯანსაღი კავშირის განვითარებამ შეიძლება გააადვილოს. ეს უკანასკნელი აყალიბებს: სწორ თვითშეგნებას, ემპათიის უნარს, სხვისი აზრის მოსმენა-გათვალისწინებას და ბევრ ისეთ თვისებას, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.
წესი #5: ენდეთ ინსტინქტებს
აღიარებულია, რომ ინსტინქტი ბიოლოგიურად ნორმალური, ჯანსაღი და მნიშვნელოვანია მშობლისა და შვილის მიჯაჭვულობის გასაძლიერებლად. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ჩვილს ხშირად ხელში აძინებთ და ამით მას „აფუჭებთ“, ნუ მოუსმენთ, მთავარია რას გკარნახობთ ამ დროს დედობრივი ინსტინქტი. თქვენი აღზრდის სტილი, თქვენი პიროვნების ხაზგასმაა და თქვენი ცხოვრების წესი.
მთავარია, თქვენსა და შვილს შორის იყო შეთანხმებული ემოციური ბმა, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ კარგი დედა ხართ. კარგი დედობის ნამდვილი წესები კი საკუთარ თავში ნდობის პოვნა, დედობრივი ინსტინქტების ნდობა და იმის ცოდნაა, თუ რა არის ნორმალური თქვენთვის და თქვენი შვილის სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის.
თემები: დედა და შვილი, დედა