LIFE

თბილისობა და მესენჯერები: თემატური (სახალისო) AR ნიღბები და საჭირო ფუნქციები Viber-ში

თბილისობა და მესენჯერები: თემატური (სახალისო) AR ნიღბები და საჭირო ფუნქციები Viber-ში

თბილისობის მოლოდინში, (დედაქალაქისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ეროვნული დღესასწაული, რომელსაც ტრადიციულად აღნიშნება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას) Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში, აზიარებს გამოკითხვის შედეგებსა და ფუნქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ გახადოთ ეს დღესასწაული უფრო დასამახსოვრებელი და გაუზიაროთ სიხარული თქვენს საყვარელ ადამიანებს.

Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარი წელს თბილისობას აღნიშნავს. ამავდროულად, მონაწილეთა 50% აპირებს ამ დღესასწაულის გატარებას ოჯახთან ერთად.  

დღესასწაულის ფარგლებში ქალაქ თბილისში მოეწყობა ბაზრობები, თემატური მსვლელობები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები. ასევე, „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანები. Viber გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თბილისობას ქართულ ეროვნულ ცეკვას, მწვადის სამზადისს და პოპულარულ სიმღერას „თბილისო“-ს უკავშირებს.

სადღესასწაულო სულისკვეთების გასაზიარებლად მეგობრებთან, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან, ასევე მათთან მხიარული მომენტებისა და ემოციების გასაზიარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მესენჯერის ფუნქციები. ასე რომ, თუ მთელი ოჯახი ვერ შეიკრიბება თბილისობის აღსანიშნავად ერთ ადგილას, შეგეძლებათ დარჩეთ კონტაქტზე Viber-ში ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარის ფუნქციის წყალობით. მასში მონაწილეობის მიღება ერთდროულად 60-მდე ადამიანს შეუძლია, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე.

იმისთვის, რომ არ დაგავიწყდეთ თბილისობის დღესასწაულისთვის ყველა მნიშვნელოვანი საქმისა და დავალების შესრულება, გამოსადეგი იქნება Viber-ში „My Notes“ ჩატი, რომელიც საკუთარ თავთან „საუბრისთვისაა“ განკუთვნილი. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ შესასრულებელი საქმეების სიები და მონიშნოთ უკვე დასრულებული ამოცანები, დააყენოთ შეხსენებები, გააკეთოთ ჩანაწერები, შეინახოთ ფოტოები და ვიდეოები.

დამატებით, მესენჯერი აღჭურვილია თემატური ნიღბებითა და გაძლიერებული რეალობის ფილტრებით, რომლითაც შეგიძლიათ მიულოცოთ ახლობლებს მომავალი დღესასწაული, ასევე ჩაწეროთ უჩვეულო მისალმება და გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანებს. დაგვერწმუნეთ, მათ დიდხანს დაემახსოვრდებათ.

იმისათვის, რომ სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი იყოს, თანაც, უფრო მარტივად გაუზიაროთ ემოციები საყვარელ ადამიანებს, გამოიყენეთ სხვადასხვა სტიკერები და GIF სურათები. დღესასწაულის აღსანიშნად, Viber-მა გამოუშვა თემატური სტიკერების ნაკრები „Feel the emotions“, საიდანაც შესაძლებელია თბილისობის სადღესასწაულო მილოცვებთან ერთად, სხვადასხვა სახალისო სტიკერების გაგზავნა.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის Rakuten Group Inc.-ის (გლობალური ლიდერი ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების სფეროში) ნაწილი.