ჰოროსკოპი

2023 წლის ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

2023 წლის ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

ვერძი

ოქტომბრის თვე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ვერძებისთვის. მათ შეუძლიათ  განახორციელონ წარმატებაზე ორიენტირებული პროექტები, თუმცა, სასურველია მოერიდონ ეჭვით სასვე, აკვიატებულ აზრებს, რადგან ეს ხელს შეუშლით დასახული მიზნის მიღწევაში. გაითვალისწინეთ, ვერძი მოქმედებაზე ორიენტირებული ნიშანია, ამიტომ არ მისცეთ უფლება თქვენს შინაგან კრიტიკოსს დაგამარცხოთ და ხელი შეგიშალოთ წარმატების მიღწევაში.

კურო

კუროებისთვის შესანიშნავი დროა სადღესასწაულო წვეულების დასაგეგმად. ამ თვეში, თქვენ რამდენიმე აღსანიშნი მიზეზი მოგეცემათ. ოქტომბერში შეეცადეთ დატკბეთ საკუთარი თავით, დაისვენოთ და ეძებოთ სიამოვნება ყოველდღიურობაში. თვის ბოლოს კი აუცილებლად მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს სამყაროსგან. იყავით ის, ვინც ხართ, რათა მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ. რაზეც არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ოქტომბერი კოსმოსური ძალებისგან ფეიერვერკს გიგზავნით.

ტყუპები

დაიწყეთ თვე ოცნებების გახმოვანებით და შეთავაზებების მიღებით.  დაასრულეთ ძველი გარიგებები და ხელშეკრულებები. იყავით კომუნიკაბელურები, მაგრამ მოერიდეთ არასასიამოვნო საუბარს კოლეგებთან. გამოიყენეთ კოსმოსური ენერგია, რათა მიიღოთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ.

კირჩხიბი

გაუფრთხილდით თქვენს ეჭვიან ხასიათს, რაც ოქტომბერში უსიამოვნებას გამოიწვევს. კონცენტრირდით პოზიტიურზე. ეს არის დრო შეცდომების გამოსწორების, ჭრილობების მოშუშებისა. ამ თვეში დაალაგეთ ურთიერთობები, დაიახლოვეთ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად გჭირდებათ და გაუშვით ისინი, ვინც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებენ.

ლომი 

ოქტომბერი სავსეა მოულოდნელი შესაძლებლობებით. ის, რაც დიდი ხანი გინდოდათ ან საიდუმლოდ ინახავდით, ზედაპირზე ამოდის. ეს გაძლევთ სრულიად ახალ შესაძლებლობებს ამბიციების, მოქმედებებისა და მიზნების განხორციელებისთვის.

ქალწული

ქალწულებს აქვთ შესანიშნავი პრაქტიკული ნიჭი, საქმეები სწრაფად მოაგვარონ. იყავით გაბედული, პირდაპირი და თავდაჯერებული. ზოგჯერ შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, გირჩევთ, დაივიწყოთ ეს თვისება და უბრალოდ მოაწყოთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ.

სასწორი

ეს თვე გამოიყენეთ პაემნებისთვის. იცხოვრეთ ვარსკვლავივით, ესტუმრეთ ძვირადღირებულ რესტორნებს, ან ეწვიეთ მომხიბვლელ ღონისძიებებსა თუ ადგილებს. გახადეთ ყოველი აქტივობა რიტუალიზებული, მომხიბლავი. ეს თქვენი დროა.

მორიელი

ჩათვალეთ თქვენი დრო ახლოვდება მორიელებო. ოქტომბერში თქვენ შეძლებთ თამამად დააფიქსიროთ თქვენი შეხედულებები, ინტერესები და ვნებები. განზე გადადეთ ის, რაც არ მოგწონთ. გამოამჟღავნეთ თქვენი გულწრფელი ინტერესები, მიზნები და შეადგინეთ გეგმა, რომ შემოდგომის განმავლობაში, ამ თემებზე იმუშაოთ. ეს ხომ თქვენი სეზონია, ახლა ყველაფერი გამოგივათ!

მშვილდოსანი

ოქტომბრის თვე გაძლევთ ნებისყოფის, სიცოცხლისუნარიანობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. დაისახეთ რამდენიმე მომხიბლავი მიზანი ამ თვეში და აუცილებლად იმოძრავეთ სწორად და მიზანმიმართულად მათ განსახორციელებლად.

თხის რქა

დაალაგეთ ძველი, გაფუჭებული  ურთიერთობები და ეცადეთ შექმნათ ახალი, საინტერესო გარემო პოზიტიური ხალხით და ახალი კავშირებით. თქვენ ნამდვილად გაქვთ ამის უნარი.

მერწყული

თქვენ ინტელექტუალური არსება ხართ, გსიამოვნებთ საკუთარ თავში მარტო და ეულად ცხოვრება, თუმცა გაქვთ უზარმაზარი ფანტაზია და არაფრისგან რაღაცის შექმნის უნარი. გამოიყენეთ ოქტომბერი რაიმე ახალი, გაუმჯობესებული, განსხვავებული, ალტერნატივის შესაქმნელად. ჩადეთ თქვენი ტვინი რაღაც უნიკალურში, დაიწყეთ რთული პროექტი, შექმენით რაიმე პროდუქტი, გამოიყენეთ თქვენი გონება იმ სფეროში, სადაც გსურთ, რომ ყველაფერი უკეთესი ან განსხვავებული იყოს.

თევზები

ოქტომბერი გიმზადებთ სიამოვნებით და ბედნიერებით სავსე გართობას. ეს არის აღიარებისა და საიდუმლოების გამჟღავნების დრო. ამ თვეში შეგიძლიათ დაუახლოვდეთ მათ, ვინც ნამდვილად გიყვართ და მოგწონთ.