სილამაზე

60 წლის დემი მურის სილამაზის საიდუმლო

60 წლის დემი მურის სილამაზის საიდუმლო

მსოფლიო ვარსკვლავი დემი მური თავისი მომხიბვლელობით მაგალითია იმისა, რომ დაბერება საშიში სულაც არაა. მისი ბრწყინვალების საიდუმლო მისი ჯანმრთელობაა, რომელზე ზრუნვაც მან 49 წლის ასაკში დაიწყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გიზიარებთ დემი მურის ყოველდღიურ რუტინას და ხერხებს, რითაც ის საოცარ სილამაზეს ინარჩუნებს.

დემი მური უარს ამბობს ნეგატიურ აზრებსა და ემოციურ მიჯაჭვულობაზე



დემი მურს მტკიცედ სჯერა, რომ შინაგანი ემოციები გარეგნობაზე მკვეთრად აისახება. ის ხაზს უსვამს ნეგატიური გრძნობებისგან თავის დაღწევის მნიშვნელობას, ბრწყინვალე გარეგნობის შესანარჩუნებლად. მსახიობი განმარტავს, რომ სიბრაზის, ან წყენის შეკავებამ შეიძლება დაგვაბეროს. ის გვირჩევს არ მივეჯაჭვოთ ნეგატიურ ფიქრებს და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

მაღალტექნოლოგიური სახლის სავარჯიშო მოწყობილობა დემი მურის არჩევანია



კარიერის განმავლობაში დემი მური იღებდა არაერთ როლს, რაც მისგან იდეალურ ფორმაში ყოფნას მოითხოვდა. იგი გულმოდგინედ ემზადებოდა, გამთენიისას სანაპიროზე სირბილით, წონის დაკლებით, ვარჯიშით, საცეკვაო რეპეტიციებით, რომელიც 3 საათამდე გრძელდებოდა. თუმცა 2019 წელს მსახიობმა აღიარა, რომ ოთხ წელზე მეტია არ ყოფილა სპორტდარბაზში. მან აღმოაჩინა ახალი ფიტნეს მიდგომა Mirror - სახლის სავარჯიშო მოწყობილობაა და მას შეუძლია ვარჯიში სახლის პირობებში, სპორტულ დარბაზში სიარულის გარეშეც.

დემი მურის მარტივი და ეფექტური რუტინა



რაც შეეხება მისი სილამაზის რუტინას, დემი მური მიჰყვება პრინციპს "ნაკლები მეტია". მას სჯერა სიმარტივის, რადგან ეს აადვილებს თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს სილამაზის მთავარი საიდუმლო, გვირჩევს მივიღოთ სუფთა და ნატურალური პროდუქტები, რაც განაპირობებს კანის სიჯანსაღეს.

გონებისა და სხეულის ჰარმონია



დემი მურს მტკიცედ სჯერა გამონათქვამის: "სილამაზე იწყება შიგნიდან". მისი თქმით, აუცილებელია შინაგანი კეთილდღეობის პრიორიტეტად მინიჭება, რადგან მხოლოდ გარეგანი ძალისხმევა უშედეგოა, თუ თავს შინაგანად კარგად არ გრძნობთ. შინაგანზე ზრუნვით, ის გრძნობს, როგორ ასხივებს ნათებას გარეგნულად.
დემი მურმა მშვიდად მიიღო დაბერების იდეა.



მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის ის უნაკლოდ გამოიყურება, თავად ვარსკვლავი აღიარებს, რომ ის აღარაა ისეთივე კარგ ფორმაში, როგორც ადრე იყო. თუმცა, მსახიობმა მიიღო გადაწყვეტილება - უპირობოდ შეიყვაროს თავისი სხეული, მიუხედავად ცვლილებებისა. როგორც ჩანს, საკუთარი თავის სიყვარული და მიმღებლობა, ხელს უწყობს მის ბრწყინვალე გარეგნობას და თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. მისი მომხიბვლელობა და საოცარი სილამაზე კი ვარსკვლავს ყოველთვის ყურადღების ცენტრში აყენებს.