სამსახურში სტრესის განცდა ნორმალურია, მაგრამ ის დამღუპველი ხდება, როდესაც სისტემატურია. კარგი მენეჯერი ან უფროსი ყოველთვის აცნობიერებს ფსიქიკურად, ემოციურად და ფიზიკურად ჯანსაღი თანამშრომლების მნიშვნელობას. ბედნიერი თანამშრომლები კი საქმეს უკეთესად აკეთებენ.
ჩვენ გთავაზობს 7 მარტივ ნაბიჯს, რომელიც კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და კარიერული მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ.
- დააკვირდით, როგორ მოქმედებს სამუშაო რუტინა თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როდის გრძნობთ სტრესს, შფოთვას. მიმართეთ განტვირთვის საშუალებებს, ეს შეიძლება იყოს იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, ლოცვა, სეირნობა, მებაღეობა და სხვა.
- აღიარეთ და მოაგვარეთ სირთულეები სამსახურში. იმუშავეთ მენეჯერთან ან ხელმძღვანელთან ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად ან თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგახართ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა ან ბიპოლარული აშლილობა, მოითხოვეთ შვებულება. კარგი დამსაქმებელი ხელს შეუწყობს თქვენს მკურნალობას.
- მოითხოვეთ მოქნილი სამუშაო პირობები, რათა გაძლიერდეთ. ნუ მოგერიდებათ მოითხოვოთ ის, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ იყოთ საუკეთესო თანამშრომელი. მაშინაც კი, თუ თქვენ ვერ მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ, კარგი დამსაქმებელი მზად უნდა იყოს, მოუსმინოს თქვენს პრობლემებს და ითანამშრომლოს თქვენთან ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილების მოსაძებნად. მისასალმებელია, როცა ხელმძღვანელი ზრუნავს თქვენზე.
- დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. საკუთარ თავზე ზრუნვა გადამწყვეტია. დაფიქრდით, რა გჭირდებათ გონებრივად, ემოციურად? რას აკეთებთ ახლა? რა გიშლით ხელს წინსვლაში? მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, დაკავდით იოგით.
- დააწესეთ საზღვრები. თქვენი და თქვენი კოლეგების პატივისცემისთვის სამსახურში ურთიერთპატივისცემის საზღვრების დაცვა აუცილებელია. შეეცადეთ იყოთ გულღია და პირდაპირი. ხანდახან ისეც ხდება, რომ სამსახურში რამდენიმე დღე მიდიხართ სევდიანი ან აღელვებული. შესაძლოა საყვარელი ადამიანი გარდაგეცვალათ და დამწუხრებული ხართ. თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ ამის ახსნა-განმარტება, ისე უნდა გქონდეთ დალაგებული ურთიერთობა, რომ კოლეგები თანაგიგრძნობდნენ და საჭირო დროს გეხმარებოდნენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.
- დააკვირდით, როდის ხართ სევდიანი და ეძებეთ გამოსავალი. შეწყვიტეთ ურთიერთობა მათთან, ვისთანაც თავს კომფორტულად არ გრძნობთ. მოწყენილობის დასაძლევად ხანდახან საუკეთესო გზაა იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან. კარგად დაფიქრდით, იქნებ გეჩვენებათ და სამყარო სულაც არაა მოსაბეზრებელი? ივარჯიშეთ ან მოუსმინეთ მუსიკას და კონცენტრირდით იმაზე, რაც გჭირდებათ. თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასთან ერთად კარიერაც.
- არ შეეგუოთ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს, გამოხატეთ პროტესტი და თუ ბევრი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ შეცვლით ან ვერ მიაღწევთ მიზანს, იპოვეთ უკეთესი სამსახური, სადაც პრიორიტეტი ადამიანი და მისი უფლებებია.
თემები: სამსახური, ემოციურობა