LIFE

შეწყვიტე ფიქრი იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები

შეწყვიტე ფიქრი იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები

ყველაზე სწორი, რისკენაც შეიძლება მოვუწოდოთ საკუთარ თავს, არის - შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები.

ეს არის სწორი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და აუცილებელი პირობა, რომელიც ყოველდღიურად გვესმის, მაგრამ ძნელად თუ ვახერხებთ ამის გაკეთებას. ხანდახან მონდომებით ვცდილობთ არად ჩავაგდოთ სხვების აზრი, მაგრამ როგორც კი ამის გაკეთებას ვიწყებთ, მაინც პირველი სხვების აზრი და შეხედულება ამოტივტივდება ხოლმე.

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ მთელი სამყაროს ცენტრი და ჩვენს ირგვლივ ადამიანებს ძალიან აწუხებთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გვგონია, რომ მათ აინტერესებთ ვისთან ერთად ვიძინებთ, რას ვიცვამთ, სად ვატარებთ თავისუფალ დროს, როგორ ვშოულობთ ფულს და ა.შ. ეს მთლიანად და საკმაოდ უხეშად არღვევს ჩვენს თვითშეფასებას.

არის ასეც, რომ ხშირად უარს ვამბობთ ხმამაღლა გამოვთქვათ საკუთარი აზრი, დავაფიქსიროთ ნეგატიური შეხედულება ვინმეზე ან რაიმეზე. გამოდის, ასე უარს ვამბობთ საკუთარი ცხოვრების საჭის მართვაზე და თითქოს ფანჯრიდან გავყურებთ საკუთარ ცხოვრებას და დრო კი მიქრის, ჩვენ კი ისევ ვოცნებობთ, მხოლოდ და მხოლოდ ვოცნებობთ. დროა, შევწყვიტოთ ეს. ცხოვრება ისედაც ძალიან ხანმოკლეა.

გაახმოვანეთ თქვენი ფიქრები მაშინაც კი, როცა არ გსიამოვნებთ ეს. თქვენ არ იცით რამდენი წელი, დღე ან თუნდაც საათი დაგრჩენიათ. ეს გადამწყვეტი შეხსენებაა, თუ გსურთ იცხოვროთ სრული, საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრებით - ილაპარაკეთ ყველაფერზე და იცხოვრეთ ისე, რომ სხვების აზრს არ დაეყრდნოთ.

ნუ იქნებით ერთფეროვანი, ნუ დაიკარგებით სხვების აზრის გათვალისწინებაში. უარის თქმის შიშით ოცნებებს ნუ შეიკავებთ. არ დაკარგოთ დრო იმაზე ფიქრში თუ რას იტყვის ხალხი.

დაიმახსოვრეთ: ის ადამიანები, ვისი აზრიც თქვენ გაღელვებთ, სავარაუდოდ, საერთოდ არ ღელავენ თქვენზე.

სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ეგოისტური არსებები ვართ და ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გონებაში 24/7-ზეა, ისევ ჩვენ ვართ.

ასე რომ, საკუთარი თავის გარდა შეწყვიტეთ ზრუნვა და ფიქრი სხვებზე. იყავით ყურადღებიანი, ოღონდ აუცილებლად ზომიერად და არამომაბეზრებლად.
საჭიროა ჩამოშორდეთ სულელურ გრძნობებს, როგორიცაა სირცხვილი და სინანული, რადგან ყოველთვის იქნება უკეთესი რამ, რასაც მოუთმენლად ელოდებით, რაც აგავსებთ ენერგიით და ბედნიერების განცდით. მიანიჭეთ საკუთარ თავს პატარ-პატარა ბედნიერებები.

შეწყვიტეთ სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება და ასე ერთი ადგილის ტკეპნა. ისწრაფეთ განვითარებისკენ, უკეთესი დღეებისკენ. უბრალოდ მოინდომეთ, არ გაჩერდეთ.

იმ წუთიდან, როდესაც თქვენ იწყებთ სხვისი აზრისგან გათავისუფლებას, კონცენტრირდებით იმ საკითხების ირგვლივ, რამაც შეიძლება რეალურად ბედნიერი  გაგხადოთ და მოგცეთ იმხელა ენერგია, რომ ბედნიერებისგან იბრწყინოთ.